მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?
რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

BM.GE3 აგვისტო, 2026, 16:07|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო. ეს ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას ითვლის ფასმა საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 14%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

BMG გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივლისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა:

ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები/სერვისები:

• წიწაკა: +58%; • საზამთრო: +56%; • გაზეთი: +41%; • დიზელის საწვავი: 36%; • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%; • მსხალი: 35%; • კიტრი: +35%; • ქალის ზამთრის ფეხსაცმელი: +31%; • ქალის ფეხსაცმლის შეკეთება: +30% ; • ხახვი: +30%;

ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები/სერვისები:

• ნიორი: -31.6%; • მანდარინი: -31%; • ინტერნეტის გადასახდელი: -22%; • ფორთოხალი: -21%; • ლიმონი: -21%; • კარტოფილი: -18%; • კივი: -18% ; • ტელევიზორი: -17%; • მაცივარი: -17.11%; • სარეცხი მანქანა: -15%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

BM.GE

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

BM.GE

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

BM.GE