მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება
რა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება

რა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 14:41|bm.ge

17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩაერთო.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის პაციენტების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ".

ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. კვლევები კვლავ გრძელდება და საბოლოო პასუხები საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება.

NCDC-ის განმარტებით, აღნიშნული პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოში. საქართველოში ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.

რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსზე?

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს:

• ღებინება და მუცლის ტკივილი; • დიარეა; • ზოგჯერ ტემპერატურის მატება.

იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ორგანიზმი ინფექციას, როგორც წესი, 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.

მკურნალობისა და მართვისას მნიშვნელოვანია:

• სწორი ჰიდრატაცია - ორგანიზმში სითხის ინტენსიური აღდგენა; • კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღება; • მედიკამენტები - დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავარი ჰიგიენური წესების დაცვაა: ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში და დაბინძურებული ზედაპირების სადეზინფექციო დამუშავება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

შეგახსენებთ, ნოროვირუსის გამომწვევი მიზეზებია:

• დაბინძურებული საკვები ან წყლი; • ინფიცირებულ ზედაპირებთან ან ნივთებთან შეხება (და შემდეგ ხელის პირთან/თვალთან მიტანით); • დაინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE