მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა იწვევს დოლარის გამყარებას გლობალურ ბირჟაზე?
რა იწვევს დოლარის გამყარებას გლობალურ ბირჟაზე?

რა იწვევს დოლარის გამყარებას გლობალურ ბირჟაზე?

BM.GE20 მაისი, 2026, 02:22|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებამ ფასებზე ზეწოლა გაზარდა, რამაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინები გააჩინა და ამერიკული დოლარის კურსის გამყარება განაპირობა.

კერძოდ, ამერიკული ვალუტის ინდექსი (DXY), რომელიც დოლარის კურსს ექვსი ძირითადი ვალუტის კალათასთან მიმართებით ზომავს, 1.5%-ით გაიზარდა და 99.3 ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ყოველკვირეული პროცენტული ზრდაა.

არსებული ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მატებასთან არის დაკავშირებული. ათწლიანი საორიენტაციო ობლიგაციების შემოსავლიანობა 13.6 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 4.595%-ს მიაღწია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. პარალელურად, 30-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 11.4 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 5.1272%-ს გაუტოლდა.

ამასთან, მონეტარული პოლიტიკის სამომავლო ტრაექტორიასთან დაკავშირებით ეკონომისტთა მოსაზრებები ორად იყოფა. CME FedWatch-ის მონაცემებით, ბაზარი დეკემბრის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის 49.5%-იან ალბათობას პროგნოზირებს, რაც გასული კვირის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ცხადია, განაკვეთის ზრდის მოლოდინი ვალუტას ამყარებს, რადგან ინვესტორებს კაპიტალის დაბანდება იმ ობლიგაციებში სურთ, რომელთა პროცენტული ამონაგები უფრო მაღალია.

თუმცა, ამ მოლოდინის არსებობის მიუხედავად, Wells Fargo-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკული ვალუტის გამყარების ტენდენცია დროებითია და FED-ის მიერ განაკვეთების უცვლელად დატოვება დოლარის კურსს კვლავ შეასუსტებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE