მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ჯდება ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნა?
რა ჯდება ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნა?

რა ჯდება ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნა?

BM.GE20 ივნისი, 2026, 00:00|bm.ge

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება, რომელიც ბიუჯეტს დაახლოებით 0,5 მლნ ლარი დაუჯდება.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. უწყების ცნობით, საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე. ორი დღის განმავლობაში "ზაფხულის ფესტივალის" სცენას დაიკავებენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფრანების შოუ, ასევე გამოფენა-გაყიდვა 150-მდე მეწარმის ჩართულობით.

სეზონის გახსნის ღონისძიებებზე მომღერლების მომსახურებაში 143 500 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს აქვს გამოცხადებული.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში bm.ge-ის განუცხადეს, სცენის, განათებების, ლედ ეკრანების მოწყობისთვის 137 400 ლარი დაიხარჯება. დეკორაციების, საზაფხულო ბარების, კვების სივრცეების, ლაუნჯების, 150 სამეწარმეო დახლის, ინსტალაციების და ფოტოზონის მოწყობა კი 168 900 ლარი დაჯდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებმა საეჭვო გადარიცხვებზე სახელმწიფოსთვის მიმართვა გაახშირეს

ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებმა საეჭვო გადარიცხვებზე სახელმწიფოსთვის მიმართვა გაახშირეს

BM.GE

სანავთობო ბაზარზე ჭარბი მიწოდების შესახებ IEA-ს პროგნოზი OPEC-მა უარყო

სანავთობო ბაზარზე ჭარბი მიწოდების შესახებ IEA-ს პროგნოზი OPEC-მა უარყო

BM.GE

SpaceX სულ მცირე $20 მილიარდის ობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება

SpaceX სულ მცირე $20 მილიარდის ობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება

BM.GE

ჯეფ ბეზოსის პროგნოზით, AI სამუშაო ძალის ჩანაცვლების ნაცვლად, მუშახელის დეფიციტს შექმნის

ჯეფ ბეზოსის პროგნოზით, AI სამუშაო ძალის ჩანაცვლების ნაცვლად, მუშახელის დეფიციტს შექმნის

BM.GE