
SpaceX სულ მცირე $20 მილიარდის ობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება
BM.GE|bm.ge
Bloomberg-ის ინფორმაციით, ილონ მასკის ბანკირები მომავალი კვირიდან ინვესტორებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რაც SpaceX-ის მიერ განხორციელებულ რეკორდულ პირველად საჯარო შეთავაზებას და ახალი ობლიგაციების გამოშვებას უკავშირდება.
შეხვედრებზე მხარეები ობლიგაციების გამოშვების საკითხს განიხილავენ. ანონიმური წყაროების ცნობით, ფასიანი ქაღალდების მოცულობა სულ მცირე $20 მილიარდს შეადგენს, ინვესტორებთან სატელეფონო კონსულტაციები კი, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს.
ამასთან, გეგმები და ვადები, შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს, რადგან საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.
IPO-დან მოზიდული კაპიტალი და დაგეგმილი ობლიგაციების ემისია SpaceX-ის გრძელვადიანი კოსმოსური პროგრამების დაფინანსებას ისახავს მიზნად.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge