მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა მიზნით იხსნება უშიშროების, პოლიციისა და დიპლომატიური აკადემიები? - განათლების მინისტრის პასუხი
რა მიზნით იხსნება უშიშროების, პოლიციისა და დიპლომატიური აკადემიები? - განათლების მინისტრის პასუხი

რა მიზნით იხსნება უშიშროების, პოლიციისა და დიპლომატიური აკადემიები? - განათლების მინისტრის პასუხი

BM.GE28 მაისი, 2026, 19:37|bm.ge

"ამ ტიპის აკადემიების შექმნა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებამოსილებას წარმოადგენს" - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" კითხვას: რა მიზნით იხსნება უშიშროების, პოლიციისა და დიპლომატიური აკადემიებისა დაფუძნება.

დღეს გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.

მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუციები წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სპეციალიზებულ საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომელთა ძირითადი დანიშნულება საჯარო სექტორის გაძლიერებაა.

გივი მიქანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი აკადემიების არსებობა სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილებაა. მან მაგალითად დასავლური ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა.

"რაც შეეხება უშიშროების, პოლიციისა და დიპლომატიური აკადემიების ფუნქციონირებას, ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სპეციალიზებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, რომელთა მიზანია: საჯარო სამსახურისთვის პროფესიული კადრების მომზადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების ინსტიტუციური გაძლიერება, დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განათლების მიღება...

აღნიშნული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც უსაფრთხოების, სამართალდამცავი და დიპლომატიური კადრების მომზადება ხორციელდება სპეციალიზებული ინსტიტუციების მეშვეობით, როგორებიცაა, მაგალითად: FBI-ის აკადემია ამერიკის შეერთებულ შტატებში, Foreign Service Institute ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, Diplomatic Academy of Vienna ავსტრია, NATO Defense College იტალია და სხვა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

"გახარია საქართველოსთვის" პარტიის მიერ შემუშავებული 44 კითხვიდან, ერთ-ერთი დიპლომატიური აკადემიის ადგილმდებარეობასაც ეხებოდა.

"რაც შეეხება დიპლომატიური აკადემიის განთავსების კონკრეტულ ადგილს, აღნიშნული საკითხი წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილი უწყების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას და განისაზღვრება მის მიერ მიღებული ადმინისტრაციული და ორგანიზაციული გადაწყვეტილებების საფუძველზე", - თქვა განათლების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სექტემბრიდან ქვეყანაში " საქართველოს დიპლომატიის აკადემიის" დაარსება დააანონსა. მისი თქმით, დღეს არსებული კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი დიპლომატებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების გადაცემას ვერ უზრუნველყოფენ.

გივი მიქანაძემ პოლიციის აკადემიაში სადოქტორო პროგრამის შექმნის ინიციატივაზეც ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი გიორგი გახარიას, მაშინდელი შს მინისტრის გადაწყვეტილებით გაჩერდა.

"წლების მანძილზე პოლიციის აკადემიაში აწყობილი იყო უმაღლესი მიმართულების პირველი და მეორე საფეხური: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ეს იყო სპეციალიზებული, საპოლიციო მიმართულების, რომლის ანალოგი ძალიან ცოტაა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც.

ჩვენ ვემზადებოდით პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ შემოგვეტანა საპოლიციო უმაღლესი განათლების მესამე საფეხური - სადოქტორო პროგრამა. ამისთვის ჟურნალიც დავაფუძნეთ პოლიციის აკადემიაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ვეწეოდით, არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, სიმპოზიუმი ჩავატარეთ, რომელიც აუცილებელი არის შესაბამისი პროცედურების გასავლელად.

[გიორგი გახარიამ] პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლება ერთი ხელის მოსმით გააუქმა. და დღეს, დღეს თავიდან იწყება მთელი ამ სისტემის აწყობა, რომელსაც თვეები და შეიძლება წლები დასჭირდეს", - განაცხადა განათლების მინისტრმა პარლამენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE