მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა მოხდება, თუ ამერიკა დიზეილის ექსპორტს შეაჩერებს?
რა მოხდება, თუ ამერიკა დიზეილის ექსპორტს შეაჩერებს?

რა მოხდება, თუ ამერიკა დიზეილის ექსპორტს შეაჩერებს?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 00:48|bm.ge

აშშ-ის ადმინისტრაცია დიზელის ექსპორტის 90 დღით შეზღუდვის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ინიციატივის უკან, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, შიდაპოლიტიკური მოტივები დგას: ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საწვავის რეკორდული ფასები უმძიმეს ფინანსურ წნეხს უქმნის ამერიკელ მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებულ, ტრადიციულად პრო-რესპუბლიკელ ამომრჩეველს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპი კლასიკური პოლიტიკური დილემის წინაშე დგას აირჩიოს გლობალური ენერგეტიკული სტაბილურობა თუ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარება. თუმცა, სავარაუდო ემბარგოს იდეა სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება არა მხოლოდ იმპორტიორი ქვეყნების, არამედ თავად ამერიკული ნავთობინდუსტრიის მხრიდან.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) ხელმძღვანელი მაიკ სომერსი აცხადებს, რომ ექსპორტის აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისი განმარტებით, ექსპორტზე ორიენტირებული ენერგოგიგანტები იძულებულნი გახდებიან, შეამცირონ წარმოების ტემპები, გადაავსონ ადგილობრივი რეზერვუარები და იზარალონ. ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა აშშ ბენზინის იმპორტიორად აქციოს, გაზარდოს ავიაბილეთების ფასები და ბუმერანგის ეფექტით თავად ამერიკულ ბაზარზეც გააძვიროს საწვავი.

საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების შეფასებით, დიზელზე დაწესებული ბარიერი საბოლოოდ ამერიკელ მომხმარებელს დააზარალებს. ინდუსტრიის წარმომადგენელთა აზრით, ფასების დასასტაბილურებლად საჭიროა არა ექსპორტის შეზღუდვა, არამედ გლობალური მიწოდების გაზრდა.

როგორც CNBC აღნიშნავს, ექსპორტის შეჩერების შემთხვევაში ყველაზე დიდი დარტყმა ევროპაზე მოვა. ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებული შტატები ევროპისთვის დიზელის 50%-ის მიმწოდებლად იქცა. იმ ფონზე, როდესაც უკრაინული დრონების იერიშების გამო რუსული გადამამუშავებელი ქარხნები მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია, ამერიკული რესურსის გაქრობამ შესაძლოა მასშტაბური კრიზისი გამოიწვიოს.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, ნავთობის ფასი კვირაში საშუალოდ 3 დოლარით გაიზარდება, რაც 90-დღიანი შეზღუდვის პირობებში გლობალურ ბაზარზე ფასების მკვეთრ ნახტომს გამოიწვევს.

არსებულ ვითარებაში ევროპის ალტერნატიულ დასაყრდენად შესაძლოა ჩინეთი იქცეს, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პეკინისგან რესურსების მიღებას ბრიუსელისთვის, სავარაუდოდ, მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი ექნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავარიული შენობების ჩანაცვლების ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდი 3 კორპუსს ააშენებს - ფასი 38 მლნ

ავარიული შენობების ჩანაცვლების ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდი 3 კორპუსს ააშენებს - ფასი 38 მლნ

BM.GE

Geely ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაში ინვესტირებს

Geely ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაში ინვესტირებს

BM.GE

სამშენებლო სექტორი შრომის კანონმდებლობაში ე.წ. ხარაჩოების სტანდარტების გადახედვას ითხოვს

სამშენებლო სექტორი შრომის კანონმდებლობაში ე.წ. ხარაჩოების სტანდარტების გადახედვას ითხოვს

BM.GE

"საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად" - პარლამენტმა ბიუჯეტის აუდიტის ანგარიში განიხილა

"საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად" - პარლამენტმა ბიუჯეტის აუდიტის ანგარიში განიხილა

BM.GE