მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში? - ფოტოები
რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში? - ფოტოები

რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში? - ფოტოები

BM.GE6 მაისი, 2026, 15:42|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტი წინასწარი განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება და ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერთან - თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, ეკონომიკის მინისტრმა პირველად მოინახულა.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის ნავსადგურში სამშენებლო ტერიტორიაზე მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.

უწყების ინფორმაციით, ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.

ანაკლიაში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

შესაბამისად, უკვე არაერთი თვეა ამ მიმართულებით სიახლე ფაქტობრივად არ ყოფილა და მთავრობა მხოლოდ აცხადებს, რომ საზოგადოებას პროექტის შესახებ "უახლოეს მომავალში" მეტ ინფორმაციას აცნობებენ, თუმცა თუ რას ნიშნავს "უახლოესი მომავალი" უცნობია. ასე მაგალითად, 2025 წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ანაკლიასთან დაკავშირებით "მეტი სიცხადე" იქნებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგაც მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება - კობახიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE