
რა შემოსავალი მიიღო FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან?
გავლენიანი გამოცემა The Guardian წერს, რომ აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გამართულმა მუნდიალმა ფიფას რეკორდული შემოსავალი $15 მილიარდი მოუტანა. შედარებისთვის: თავად ფიფა დაახლოებით $11-მილიარდიან შემოსავალს ელოდა.The Guardian-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფიფას წევრ ფედერაციებს გაზრდილი შემოსავლის შესახებ შაბათს შეატყობინა. მეტი ფულის მიღება დიდწილად ე.წ. Hospitality-შეთავაზებებიდან და ბილეთების გაყიდვებიდანაა მიღებული - განსაკუთრებით ბილეთების მეორადი გადაყიდვებიდან.ბილეთების გადაყიდვის პროცესში ფიფა გადამყიდველისგანაც და მყიდველისგანაც თანხის 15%-ს იტოვებს. ამიტომაცაა, რომ კრიტიკოსები ამ პროცესს “ლეგალიზებულ შავ ბაზარს” უწოდებენ.შედარებისთვის: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან, რომელიც კატარში გაიმართა, ფიფამ ოფიციალურად “მხოლოდ” $5,8 მილიარდი მიიღო. წლევანდელ მუნდიალზე კი გაცილებით მეტი გუნდი იყო (32-ის ნაცვლად 48) და გაცილებით მეტი თამაშიც (64-ის ნაცვლად 104) ჩატარდა.შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი 211 წევრ ქვეყანაზე განაწილდება და ეს ფული ინფანტინოსთვის ძალაუფლების მშვენიერი ინსტრუმენტია. როგორც იცით, ის გაისად პრეზიდენტობის 2031 წლამდე შენარჩუნებას ეცდება. The Guardian წერს, რომ 200-ზე მეტმა ქვეყანამ ინფანტინოს არჩევნებში მხარდაჭერა წერილობით აღუთქვა.
BM.GE
წყარო: bm.ge