მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა შემთხვევაში გააუარესებს/გააუმჯობესებს Moody's-ი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს
რა შემთხვევაში გააუარესებს/გააუმჯობესებს Moody's-ი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს

რა შემთხვევაში გააუარესებს/გააუმჯობესებს Moody's-ი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს

BM.GE1 ივლისი, 2026, 16:14|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody's-ი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.4%-იან, ხოლო 2027 წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. Moody's-მა საქართველოსთვის წინა შეფასება 2025 წლის მარტში გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, ახლა კი რეიტინგის პერსპექტივა კვლავ "სტაბილურამდე" გაუმჯობესდა.

Moody's-ის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ტემპი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ რისკებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უკავშირდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები, ფისკალური დისციპლინა, სახელმწიფო ვალის შემცირება და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ქვეყნის საკრედიტო პროფილის მდგრადობას ამყარებს, თუმცა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი

Moody's-ის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც შიდა პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციას, ისე ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების იმაზე უკეთეს შედეგებს, ვიდრე სააგენტო ამჟამად პროგნოზირებს.

ანგარიშის მიხედვით, რეიტინგზე დადებით გავლენას მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, გეოპოლიტიკური რისკების შესუსტება, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში რეფორმების წარმატებით განხორციელება.

„შიდა პოლიტიკური რისკების მდგრადი შემცირება, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის დაქვეითებითა და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებით გამოიხატება, საკრედიტო თვალსაზრისით დადებითი ფაქტორი იქნება. რეიტინგზე ასევე დადებით გავლენას მოახდენს პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში რეფორმების გაგრძელება, ასევე ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების იმაზე ძლიერი შედეგები, ვიდრე ჩვენი საბაზისო პროგნოზი ითვალისწინებს,“ - აღნიშნავს Moody's-ი.

სააგენტოს შეფასებით, სწორედ ძლიერი მაკროეკონომიკური გარემო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა კვლავ სტაბილურამდე გაუმჯობესდა.

რა შეიძლება გახდეს რეიტინგის გაუარესების მიზეზი

Moody's-ის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემცირება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინსტიტუტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა კიდევ უფრო დასუსტდება და ეს მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება.

Moody's-ი ასევე პირდაპირ მიუთითებს, რომ რეიტინგის შემცირების რისკს გაზრდის როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისის, ისე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება.

„რეიტინგის შემცირება მოსალოდნელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ინსტიტუტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაუარესდება და ეს მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას შეაფერხებს. რეიტინგის შემცირების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების ესკალაცია,“ - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის კლებამ რეიტინგის გაუმჯობესებაზე იმოქმედა

Moody's ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური პოზიციები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის ვალი 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 60%-დან 2025 წელს დაახლოებით 34%-მდე შემცირდა და საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო დაიკლებს. Moody's მიიჩნევს, რომ ამას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და ვალის გონივრული მართვა.

„მთავრობის ვალი 2020 წლის თითქმის 60%-დან 2025 წელს დაახლოებით 34%-მდე შემცირდა. ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდა და ფისკალური დისციპლინა საშუალებას იძლევა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ვალის მაჩვენებელი 30%-ის დაბალ დიაპაზონს მიუახლოვდეს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

Moody's ასევე პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5-6%-იან პოტენციურ დონეზე შენარჩუნდება. სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს კერძო მოხმარება, ინვესტიციები და ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში.

პოლიტიკური რისკები კვლავ რეიტინგის მთავარი შემაკავებელი ფაქტორია

მიუხედავად იმისა, რომ Moody's-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის საკრედიტო პროფილზე კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო.

ანგარიშის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირება, ეფექტიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ამ ეტაპზე აბალანსებს აღნიშნულ რისკებს, თუმცა ინსტიტუციური გარემოს გაუარესება ან პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება მომავალში რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. სწორედ ამიტომ Moody's მიიჩნევს, რომ საქართველოს საკრედიტო შეფასების შემდგომი გაუმჯობესება პირველ რიგში დამოკიდებული იქნება პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციაზე, ინსტიტუციური ხარისხის გაძლიერებასა და ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებაზე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BP-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა SOCAR-ს გადასცა

BP-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა SOCAR-ს გადასცა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

BAG-ის და Skillwill Swiss College-ის პარტნიორობით, მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

BAG-ის და Skillwill Swiss College-ის პარტნიორობით, მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

BM.GE

მნიშვნელოვანია, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში - მარიამ ქვრივიშვილი

მნიშვნელოვანია, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE