მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი
რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 16:10|bm.ge

იმისთვის, რომ ოპერაცია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაში მოექცეს 4 კრიტერიუმს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: მომხმარებლის ასაკი 60 წელს აღემატებოდეს, თანხის მოცულობა იყოს 500 ლარის ეკვივალენტის ზემოთ, ოპერაცია შინაარსით დაკავშირებული იყოს რისკიან საქმიანობასთან (მაგალითად კრიპტოვაჭრობასთან ან ინვესტიციასთან) და იყოს მომხმარებლის ხარჯვითი ქცევისთვის უჩვეულო.

როგორც სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი "საქმიანი დილის" ეთერში განმარტავს, თუ ეს ოთხივე კრიტერიუმი არსებობს, დროებით ჩერდება ოპერაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უკავშირდება მომხმარებელს და აწვდის ინფორმაციას ზოგადად რისკებთან, მათ შორის შესაძლო თაღლითობის რისკებთან დაკავშირებით და იღებს მომხმარებლისგან ცალსახა თანხმობას ოპერაციის განხორციელებაზე ან უარს. ინიცIირებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ კი მომხმარებლის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში ოპერაცია შესრულდება.

სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს დღესაც აქვთ დანერგილი გარკვეული მონიტორინგის მექანიზმები, რომლითაც აფასებენ სხვადასხვა ოპერაციებს რისკიანობის კუთხით, სწავლობენ მომხმარებლის ხარჯვის ქცევას და ა.შ. ამ ცვლილების მთავარი მიზანი კი არის მომეტებული რისკის ოპერაციებზე კონკრეტულად 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დამატებითი დაცვის მექანიზმები შეიქმნას.

"აქ საუბარია ოპერაციებზე, რომელსაც ახორციელებს 60 წელს გადაცილებული ადამიანი, პლუს ტრანზაქცია უნდა იყოს 500 ლარზე ზევით, შინაარსით იყოს დაკავშირებული მომეტებული რისკის მქონე საქმიანობასთან, მათ შორის, მაგალითად კრიპტოაქტივებით ვაჭრობასთან და პლუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ეს არის მომხმარებლის ხარჯვითი ქცევა. ანუ, თუ ასეთი ტიპის ოპერაცია უჩვეულოა მომხმარებლისთვის, მას არასდროს არ გაუკეთებია ასეთი რამ და პირველად ახორციელებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაექვემდებარება ამ წესებს. იყო კომენტარები, რომ ხომ არ შეჩერდება რაღაც ტიპის ოპერაციები, რომელსაც კლიენტი აქამდეც აკეთებდა, თუნდაც ვალუტის გაცვლის ოპერაციები ან თუ ინვესტირებას ახორციელებდა ან კრიპტოს ყიდულობდა. თუ ასეთი ტიპის საქმიანობა მომხმარებლისთვის ჩვეულია, მაშინ ეს ახალი წესები ასეთი ტიპის ოპერაციებზე არ გავრცელდება. აქ არის საუბარი ზუსტად იმაზე, რომ მომხმარებელი, რომელსაც არა აქვს მსგავსი ტიპის რისკიანი ოპერაციების წარმოების გამოცდილება, შემთხვევით არ აღმოჩნდეს თაღლითობის მსხვერპლი.

რომ ავხსნა პრაქტიკაში როგორ შეიძლება დაცვის მექანიზმი გამოიყურებოდეს, თუ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ოთხ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ოპერაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, ეს ოპერაცია დროებით შეაჩეროს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იკრძალება რაღაცა ოპერაციის განხორციელება, და პირველი შესაძლებლობისთანავე უკავშირდება მომხმარებელს და მას ესაუბრება შესაძლო რისკის შესახებ, მათ შორის თაღლითობის რისკის შესახებ. ეს კიდევ ცალკე არის გაწერილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მომხმარებელს. მთავარი მიზანი არის ის, რომ დავრწმუნდეთ და მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ ის არ არის თაღლითობის მსხვერპლი და ნამდვილად მისი სურვილით ხდება ოპერაციის ინიციირება. აი ამ საუბრის შემდეგ, თუკი მომხმარებელი დაადასტურებს, რომ მას ნამდვილად თავისი სურვილით აკეთებს ამ ოპერაციას, პლუს ეს ოპერაცია არ არის დაკავშირებული რაიმე სარისკო საქმიანობასთან ასეთ შემთხვევაში ეს ოპერაცია განხორციელდება უბრალოდ ინიციირებიდან 48 საათის მერე. ანუ ფაქტობრივად გარკვეული დრო ეძლევა მომხმარებელს, რომ კარგად გააანალიზოს ისეთი ტიპის ოპერაცია, რომელიც აქამდე არასდროს არ გაუკეთებია, რომელიც შესაძლოა რისკიანი იყოს და შესაძლოა მათ შორის დაკავშირებული იყოს თაღლითობასთან", - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

მისი ინფორმაციით, რისკიანობის კუთხით საგადახდო მომსახურების პროვაიდერები თავად შეაფასებენ რომელი არის რისკიანი ოპერაცია, თუმცა აღიარებულია, რომ კრიპტოთი ვაჭრობა ან ინვესტიცია შედარებით რისკიანია და მომხმარებლის დაცვის კუთხით ასეთი ტიპის ოპერაციები უნდა დაექვემდებაროს ამ ახალ წესებს. რაც შეეხება მაგალითად კომუნალურ გადასახადებს, ლაშა გზირიშვილის თანახმად, ცალსახად ეს არ არის რისკიანი ოპერაციები და მასზე რეგულაცია არ გავრცელდება.

"ასევე იყო ბევრი კომენტარები. მაგალითად წერდნენ ემიგრანტები, რომლებიც თანხას რიცხავენ, ხომ არ გამოიწვევს ეს რაღაც შეფერხებას - აბსოლუტურად არა, ძალიან ჩვეულებრივი ტრანზაქციაა მომხმარებლისთვის და პლუს ურისკო, ანუ ვთქვათ საზღვარგარეთიდან თანხის გადმორიცხვა არანაირი რისკის შემცველი არ არის.

რაც შეეხება უჩვეულობას, ანუ ამ კუთხით გარკვეული შეფასებას რა თქმა უნდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი თავად გააკეთებს მომხმარებლის ისტორიიდან გამომდინარე", - აცხადებს ის და დასძენს, რომ მსგავსი რეგულირება ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, გაერთიანებულ სამეფოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

BM.GE

ივლისში თბილისში 4 475 ბინა გაიყიდა - რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

ივლისში თბილისში 4 475 ბინა გაიყიდა - რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

BM.GE

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

BM.GE