მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 16:02|bm.ge

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა გადახდების მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა: საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის და გადახდების საუკეთესო პლატფორმა სამომხმარებლო მიმართულებით. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა, სადაც ჯამში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა.

საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნეს ზრდასა და ფულადი ნაკადების მართვაში ეხმარება. ბიზნეს ინტერნეტბანკის, ბიზნეს მობილბანკის და სხვა არხების მეშვეობით, კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვები, მათ შორის გასცენ ხელფასები, დაფარონ გადასახადები და სხვა. სავაჭრო ობიექტებს კი ბანკი სრულ ეკოსისტემას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ბარათით გადახდებს, Apple Pay-ს, Google Pay-ს, ნაწილ-ნაწილ სისტემას, ონლაინ განვადებებს და ა.შ.

ამასთანავე, საცალო მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკი რეგიონში ყველაზე ფართო ყოველდღიური გადახდების პლატფორმას მართავს სამ ძირითად არხში: მობილბანკში, ვებპორტალზე bogpay.ge და თვითმომსახურების ტერმინალებში.

„ჩვენი მიზანია, გადახდების პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური გავხადოთ, ხოლო ბიზნესისთვის იგი ეფექტიან კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს. Global Finance-ის აღიარება გადახდების მიმართულებით ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ეკოსისტემა წარმატებით პასუხობს როგორც საცალო მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს, ისე ბიზნესის მოთხოვნებს გადახდების მართვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რათა გადახდების პროცესი კიდევ უფრო ინტეგრირებული და ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ – განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

BM.GE

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

BM.GE

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

BM.GE

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

BM.GE