პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - რა თქვეს ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე?
BM.GE|bm.ge
პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ლევან ცუცქირიძე, “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთ ლიდერი: დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ ერთი თარიღი, დღევანდელი დღე არის ჯამი ჩვენი ბრძოლის ყველა იმ დიდებული მომენტის, რომელიც აქამდე გაგვივლია. ეს არის ჯამი 9 აპრილის, ჯამი 31 მარტის, 14 აპრილის, 12 აგვისტოსი და ამიტომაც, აქ ვართ ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, პოლიტიკური შეხედულებებისგამო, ეთნიკური წარმომავლობის გამო, რელიგიური რწმენის გამო, მაგრამ ეს განსხვავებები არ დგას სამშობლოზე მაღლა. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ყველანი ვართ ამ სამშობლოს შვილები და არ გვემეტება თავისუფლება და დამოუკიდებლობა დასაკარგავად.სწორედ ამიტომ დაიწყო “თავისუფლების მოედანმა” საქართველოს გულისთვის კამპანია და აქაც დღეს თქვენს წინაშე მინდა დავდო კიდევ ერთხელ ეს პირობა და ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომ მართლაც ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობის ნამდვილ, სამართლიან, ჭეშმარიტ სიტყვას.საქართველოში მოქალაქეთა კონსენსუსი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება, უკვე შემდგარია. ასევე, საზოგადოებას ცვლილებასთან ერთად სურს განახლება, სიახლე და ამიტომაც, ჩვენ მივდივართ ყველგან იმისათვის, რომ ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ პოლიტიკა არ არის კორუფციის, დაკეტილი კარის მიღმა გარიგებების და ორპირობის არენა, არამედ პოლიტიკაში არიან პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი კეთილდღეობა გადადეს და დღეს აქ არიან, ამ ბრძოლაში, ქართველ ხალხთან ერთად მხარდამხარ.მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ კიდევ ერთი რამისთვის - ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ღირსეული ქვეყნისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები. დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ: აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი დემოკრატია იქნება არა ცვლადი, არამედ მუდმივი ჯამი ჩვენი ბრძოლისა”.
გიგა ლემონჯავა, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი: „იმ ადამიანებს, ვინც აქ შევიკრიბეთ და მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ტელეეკრანებთან ხედავთ QR კოდს, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა - სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. აქ თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანოთ პოლიტპატიმრების დახმარებაში. საბოლოო ჯამში - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს!“.
თენგო თევზაძე, “ოპოზიციური ალიანსის” წევრი: "დღეს გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ჩემი წინა გამომსვლელი საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რასაც ემიგრაცია ჰქვია. საქართველო იცლება და მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი. აქ მყოფ ადამიანებს მინდა გკითხოთ - ემიგრანტების, ჩვენი თანამემამულეების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მინდა გკითხოთ, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების: ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მიშას, ლევანის და სხვების გარეშე არჩევნების იქნება სამართლიანი?! მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკოსები, რომლებიც არიან პოლიტიკურ დევნაში. მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი?! ასევე, არჩევნების იქნება თავისუფალი დამკვირვებლის გარეშე?! ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხომ იქნება არჩევნები თავისუფალი?! გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე! ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს! თქვენ ჩამოშლით ამ რეჟიმს და ამ ქვეყანაში არ გვეყოლება პოლიტპატიმრები! არ გვეყოლება ემიგრაციაში წასული ამდენი ადამიანი! ჩვენ შევძლებთ თავისუფალი, ერთიანი საქართველოს აშენებას! თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო! ბიძინა წადი! წადი!".
გიორგი ვაშაძე, „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა: "ვიცი, რომ ბევრი იმედგაცრუებული ხართ, ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ვენდოთ ერთმანეთს. მე თქვენ გენდობით, მე თქვენ პატრიოტიზმს ვენდობი, მეთქვენ სამშობლოს სიყვარულს ვენდობი და გთხოვთ, გამოგვიცხადეთ ნდობა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვუტანოთ მთლიანად საქართველოს. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი, გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული, ამაყი ერი. მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა, ხან მიკროფონი არ მოგვატანინეს, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენისამშობლოს ღირსებას და აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მადლობა თქვან. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დღეს დგას ქართული ღირსება, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც შენარჩუნებული აქვს ის ქართული ღირებულებები, რომელმაც ამაყად უნდა შეაბიჯოს ევროპულ, ძალიან დიდ ოჯახში. ორი სურათი გვიდგას თვალწინ: ერთ მხარეს არის გათითოკაცებული, დაჩაგრული, იზოლაციაში მოქცეული, გაჭირვებული საქართველო, რომლის ნათელ სურათს ვხედავთ დღეს ჩვენ და მეორე მხარეს არის ერთ მუშტად შეკრული, ღირსეული, რეგიონის ლიდერი, განვითარებული, ამაყი, ერთ მუშტად შეკრულისაქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, ერთიანობას. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ და მინდა, ერთი რამ ვუთხრა: ხალხნო, ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, რომ წაგვკიდოს ერთმანეთს, დაგვაპირისპიროს და გთხოვთ, დავდგეთ ერთად, ყველანი გავერთიანდეთ და წავიყვანოთ წინ საქართველო იმიტომ, რომ ისევე, როგორც თქვენ, ჩვენც გვაწუხებს ფასები, რომელიც დღეს უსაშველოდ მაღალია, ისევე როგორც თქვენ, გვაწუხებს უსაშველოდ გაზრდილი ჯარიმები, გვაწუხებს, რომ ამ ბავშვებს წამალს არ უფინანსებენ ელემენტარულად, მაგრამ სხვა ყველაფრისთვის შოულობენ ფულს, ისევე როგორც თქვენ, გვაწუხებს ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები, გვაწუხებს დაცლილი სოფლები და ქალაქები საქართველოში. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხს შეუძლია ყველა ეს პრობლემა გადალახოს. ამიტომ გთავაზობთ, დავდგეთ ყველა ერთად. არ გვაქვს ჩვენ ქართველებს არაფერი გასაყოფი და იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ბოროტების, უსამართლობის წყაროს ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ "არა" და უნდა ვუთხრათ, რომ მათი ტყუილი, სიბინძურე ვერ იმუშავებს ჩვენზე".
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი: "მეგობრებო, ძალიან ბევრნი ხართ და ვიცოდი, რომ ძალიან ბევრნი იქნებოდით. გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ძალიან მალე, ეს დღე სრულყოფილ საქართველოში აღგვენიშნოს, ისეთში, როგორიც რუსთაველმა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აღწერა. მეგობრებო, ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის სიყვარული, უპირველსად სწორედ სიცოცხლის სიყვარულმა შეგვაქმნევინა სახელმწიფო. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ თავისუფლად, ჩვენ ვერ შევქმნით დოვლათს და ჩვენ ვერ გვექნება, ვერ დავგეგმავთ მომავალს, თუ არ ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე უსაფრთხოდაა და სახელმწიფო მას იცავს, იცავს გარე მტრებისგან და შიდა საფრთხეებისგან და რაც მთავარია, იცავს საკუთარი თავისგან, რადგან სახელმწიფოს შეუძლია თავად იქცეს საფრთხედ იქცეს მოქალაქისთვის. სწორედ ასეთ რეჟიმს ვხედვათ ახლა ჩვენ, რომელმაც სახელმწიფო ჩვენთვის საფრთხედ აქცია, რომელმაც ჩვენს მეგობრებს ზურგი აქცია და ტერორისტულ რეჟიმებს აჯეჯილებს ჩვენს ტეტირორიაზე, მაგრამ საფრთხის გარდა, ჩვენ შესაძლებლობების წინაშე ვდგავართ, რუსეთი სუსტდება, მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება.... და ჩვენ ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს, ამ შესაძლებლობის გამოყენებას რეჟიმის ცვლილება სჭირდება, და ჩვენ შევცვლით რეჟიმს, რადგან ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს".
ირაკლი ფავლენიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: დღეს, პირველი რაც ჩვენ დავინახეთ, ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსება, რადგან არ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის პრივილეგია ჰქონდეს მიტაცებულ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოში შაჰ აბასობა აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ “ოცნება“ საზეიმო ვითარებაში დაესწრო შაჰ-აბასის მიერ ქართველი ხალხის იძულებით გადასახლების 400 წლის იუბილეს. დღეს გამოჩნდა, თუ ვის გვერდით დგას ქართველი ხალხი - შაჰ აბასობის აღმნიშვნელების თუ ჩვენი - თავისუფლებისთვის მებრძოლების გვერდით.
ასევე, შეუძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა მიიტაცოს ხალხმა, რომელიც დამოუკიდებლობის მთავარი მტრის - რუსეთის ინსტრუქციების მიხედვით იბრძვის, რომელიც გიორგი ანწუხელიძეს პიარშეწირულს ეძახის და რომლისთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის. ის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთი ოკუპაციას ახდენს, დამოუკიდებლობის აღმნიშვნელი ვერ იქნება. ამიტომ არის ასეთი მკვეთრი კონტრასტი - დილას რაც ხდებოდა და ახლა რაც ხდება!
ჩვენს თვალწინ ზღვა ხალხია! ვამაყობ, რომ წარმოვადგენ პარტიას, რომელმაც ერთის მხრივ საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა აღმართა - ეს პოლიტპატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ასევე, ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ქართული ტრადიციების და იდენტობის მიხედვით, გორგასლიან-დავითიანის ხუთჯვრიანი დროშა ამაყად აღმართა. ეს არის საქართველოს არჩევანი - იდენტობა, ღირსება და ევროპა ერთდროულად".
ნიკა გვარამია, „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი: „საქართველო არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ რეჟიმს. მე მინდა თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს თქვენთან ერთად ტელეფონების ანთებით. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისში, შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. დედაქალაქ თბილისში უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს ამ რეგიონის მთავარი საკითხები. ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, ყველას ვისაც უყვარს საქართველო და ვინც გვიყვარს ქართველებს. ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, "საქართველო იმსახურებს უკეთესს", ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება".