მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ვითარებაა ბუნებრივი აირის ბაზარზე? - IGU-ს ანგარიში
რა ვითარებაა ბუნებრივი აირის ბაზარზე? - IGU-ს ანგარიში

რა ვითარებაა ბუნებრივი აირის ბაზარზე? - IGU-ს ანგარიში

BM.GE1 ივნისი, 2026, 20:36|bm.ge

საერთაშორისო გაზის კავშირმა (IGU) ბუნებრივი აირის საბითუმო ფასების ყოველწლიური, ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული, რაც დედამიწაზე მოხმარებული საწვავის 93%-ს მოიცავს.

როგორც ირკვევა, ბუნებრივი აირის გლობალურ ბაზარზე ფასების ფორმირების მექანიზმი მკვეთრად შეიცვალა და ნავთობის ღირებულებაზე მიბმული კონტრაქტების ნაცვლად, ის კონკურენტულ საბაზრო ფასწარმოქმნაზე გადავიდა. თუ 2005 წელს თხევადი ბუნებრივი აირის საბაზრო ფასწარმოქმნის წილი მხოლოდ 14%-ს შეადგენდა, ამჟამად ამ მაჩვენებელმა 52%-ს მიაღწია.

არსებული ინფორმაციით, ბაზრის ტრანსფორმაცია დიდწილად აშშ-იდან ექსპორტის ზრდამ და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ განაპირობა. ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი აირის საშუალო გლობალურმა საბითუმო ფასმა 2025 წელს ერთ მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (MMBtu) $5.31 შეადგინა.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურ მოთხოვნაზე გავლენას ჰორმუზის სრუტის შეფერხება და აზიის რეგიონი, კერძოდ კი ჩინეთი და ინდოეთი იქონიებს. IGU-ს შეფასებით, 2026 წელს გაზის საშუალო ფასი დაახლოებით 40-50%-ით მაღალი იქნება, რაც აშშ-ირანის ომით და აზიაში გაზრდილი მოთხოვნით იქნება განპირობებული. ცნობისთვის, ამჟამად მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ევროპულ ბაზარზე 48 ევროს შეადგენს, რაც წლიურად 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE