მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ვითარებაა სამეგრელოში, სადაც ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
რა ვითარებაა სამეგრელოში, სადაც ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

რა ვითარებაა სამეგრელოში, სადაც ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

BM.GE27 ივნისი, 2026, 18:15|bm.ge

სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები ადგილიდან, რომლებშიც დატბორილი ქუჩები ჩანს. როგორც BM.GE-ს ზუგდიდის გუბერნიაში უთხრეს, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკის მუნიციპალიტეტი დააზიანა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები, ხიდების ნაწილი.

მერიიდან BM.GE-ს განუცხადეს, რომ სტიქიის მონიტორინგი და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა, რადგან სტიქია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ზარალის მოცულობას სპეციალური კომისია მოგვიანებით შეისწავლის.

"მობილური ჯგუფები გასულები არიან, დილიდან მიმდინარეობს მონიტორინგი და სალიკვიდაციო სამუშაოებიც, სადაც შესაძლებელია, დაწყებულია. თუმცა სტიქია ჯერ კიდევ მძვინვარებს, რადგან კოკისპირული წვიმა არ შეწყვეტილა. ბუნებრივია, კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ზარალის ზუსტი ოდენობაც დადგინდება, მაგრამ ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ქალაქში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, ასევე - რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა წარმომადგენელი მობილიზებულია, მუშაობს შესაბამისი ტექნიკაც. ფაქტობრივად, მაქსიმუმზე კეთდება, თუმცა სტიქიასთან ბრძოლა რთულია. მყისიერი რეაგირება ხდება თითოეული მოქალაქის ზარზე - იქნება ეს სამაშველო ჯგუფის გამოძახება, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის შესაბამისი ბრიგადის მისვლა თუ სხვა. რეაგირება ყველა მიმართულებით ხორციელდება, რათა მოქალაქეები უყურადღებოდ არ დარჩნენ. დილიდან მასიურად არის დაგეგმილი გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს", - განუცხადეს BM.GE-ს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ ქუჩები ქალაქ ზუგდიდშიც დაიტბორა და მძიმე ვითარებაა სოფლებშიც.

"კატასტროფული მდგომარეობაა ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში!!! მათ შორის იქ სადაც ახლახან "გააკეთეს" სანიაღვრე არხები!!! სოფლებიდან მატყობინებენ რომ იქაც ძალიან რთული ვითარებაა!!!" - წერს მოქალაქე გიორგი თოდუა Facebook-ზე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იაპონია 1 ივლისიდან სავიზო მოსაკრებელს 5-ჯერ ზრდის

იაპონია 1 ივლისიდან სავიზო მოსაკრებელს 5-ჯერ ზრდის

BM.GE

„კახეთში ევროპული ნაკადები შემცირდა, რაც ჰორეკა სექტორზე პირდაპირ აისახა“ - გიორგი უშიკიშვილი

„კახეთში ევროპული ნაკადები შემცირდა, რაც ჰორეკა სექტორზე პირდაპირ აისახა“ - გიორგი უშიკიშვილი

BM.GE

მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

BM.GE

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლათი ინფიცირების შემთხვევებმა 1 200-ს გადააჭარბა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლათი ინფიცირების შემთხვევებმა 1 200-ს გადააჭარბა

BM.GE