მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ვიცით Google-ის შემდეგი თაობის ტელეფონის, Pixel 11-ის შესახებ?
რა ვიცით Google-ის შემდეგი თაობის ტელეფონის, Pixel 11-ის შესახებ?

რა ვიცით Google-ის შემდეგი თაობის ტელეფონის, Pixel 11-ის შესახებ?

BM.GE9 ივლისი, 2026, 22:42|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი ახალი ფლაგმანური ტელეფონის, Pixel 11-ის გამოშვებისთვის ემზადება. მისი პრეზენტაცია Made by Google 2026-ის ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, ნიუ-იორკში, აგვისტოს დასაწყისში შედგება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მოსაწვევებში ახალი მოდელების დიზაინის მნიშვნელოვანი დეტალები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, ფოტოებზე ოქროსფერი ჩარჩო და Pixel-ის სმარტფონებისთვის დამახასიათებელი ჰორიზონტალური კამერის პანელი ფიქსირდება.

ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში კომპანია Pixel 11-ის სერიის ტელეფონებსა და Pixel Watch 5-ის ჭკვიანი-საათების პრეზენტაციას გეგმავს. ინსაიდერების ცნობით, მომხმარებლები Pixel 11-ის, Pixel 11 Pro-ს, Pixel 11 Pro XL-ისა და მოქნილი Pixel 11 Pro Fold-ის მოდელებს იხილავენ. ახალი თაობის ტელეფონები 2-ნანომეტრიან არქიტექტურაზე დაფუძნებულ Tensor G6-ის ჩიპსეტზე იმუშავებენ. მოწყობილობები ასევე Samsung M16 OLED-ის პანელებით და მაღალი სიკაშკაშის ეკრანებით აღიჭურვება, თუმცა რამდენი ნიტზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Google-ის ახალი სმარტფონების ბაზისური მეხსიერება 128 გიგაბაიტის ნაცვლად 256 გიგაბაიტამდე გაიზრდება. მოდელებში MediaTek M90-ის მოდემი და უსაფრთხოების ახალი ჩიპი, Titan M3 ჩაინტეგრირდება. ამასთან, ახალ ტელეფონებს უკანა პანელზე დინამიკური განათების ზოლი ექნება და მას “PixelGlow” ერქმევა. სავარაუდოა, რომ მას კომპანია შეტყობინებების ფუნქციისთვის გამოიყენებს. მაგალითისთვის, თუ ტელეფონი უკუღმა იქნება დადებული, შეტყობინების მოსვლისას აღნიშნული ზოლი განათდება და სხვადასხვა ტიპის შეტყობინებას, სხვადასხვა ფერებსა თუ სტილში გადმოსცემს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Deloitte-ის მონაცემების მიხედვით, ევროპის საფეხბურთო კლუბების შემოსავალმა 40 მილიარდ ევროს გადააჭარბა

Deloitte-ის მონაცემების მიხედვით, ევროპის საფეხბურთო კლუბების შემოსავალმა 40 მილიარდ ევროს გადააჭარბა

BM.GE

₾32 ათასიანი საბავშვო ანაბარი, 12 000 სწავლის საფასური, მიწები - რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?

₾32 ათასიანი საბავშვო ანაბარი, 12 000 სწავლის საფასური, მიწები - რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?

BM.GE

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

BM.GE

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა აშშ აღარ არის? – PPP რეიტინგი

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა აშშ აღარ არის? – PPP რეიტინგი

BM.GE