მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ვიცით ლარის სტეიბლკოინ GELT-ის შესახებ?
რა ვიცით ლარის სტეიბლკოინ GELT-ის შესახებ?

რა ვიცით ლარის სტეიბლკოინ GELT-ის შესახებ?

BM.GE25 მაისი, 2026, 17:36|bm.ge

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ციფრული აქტივების ეკოსისტემის უმსხვილესი კომპანია Tether-ი ქართული ლარის ციფრული ანალოგის, სტეიბლკოინ GELT-ის გამოშვებას გეგმავს.

კომპანიის განმარტებით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ტრანზაქციის ხარჯების შემცირებას, თითქმის მომენტალურ ანგარიშსწორებას, პროგრამირებად გადახდებსა და ციფრულ ფინანსურ სისტემებში კაპიტალის უფრო ეფექტურ მოძრაობას უზრუნველყოფს. ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ფინტექ-სექტორის განვითარებას, ციფრულ გადახდებსა და რეგიონის მასშტაბით პროგრამირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება გლობალურ ფინანსურ სისტემაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეფუძნება, რომელთა ფარგლებშიც სტეიბლკოინები გადახდებისთვის და საერთაშორისო გზავნილებისთვის სულ უფრო აქტიურად გამოიყენება.

რაც შეეხება საკანონმდებლო ასპექტებს, პროექტი საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება. ამასთან, ქართული მოდელი თავსებადია აშშ-ის რეგულაციებთან, მათ შორის GENIUS Act-თან, რაც ქვეყანას ამერიკულ ციფრულ ჩარჩოსთან თავსებადობის შესაძლებლობას აძლევს.

პარალელურად, მიმდინარე პროცესს ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა Tether-თან ერთად უფრო გამჭვირვალე და ციფრულად გაძლიერებული ფინანსური სამყაროს საფუძვლებს აყალიბებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ კი აღნიშნა, რომ სტეიბლკოინები გლობალური ფინანსების ინფრასტრუქტურულ ნაწილად იქცა, საქართველოს მიერ შექმნილი მკაფიო მარეგულირებელი გარემო კი ინოვაციების ბაზისს ქმნის.

საყურადღებოა, რომ GELT-ის სტრუქტურის, ბაზარზე ჩაშვებისა და რეგულატორული იმპლემენტაციის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE