მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია
რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 15:17|bm.ge

რაჭაში, დღეისთვის 682 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. რიგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც სადაც 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

BM.GE

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

BM.GE

"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

BM.GE