მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაჭაში ტურისტული მოთხოვნა განთავსების შესაძლებლობებს აღემატება" - "ჭრებალოს მარანი"
"რაჭაში ტურისტული მოთხოვნა განთავსების შესაძლებლობებს აღემატება" - "ჭრებალოს მარანი"

"რაჭაში ტურისტული მოთხოვნა განთავსების შესაძლებლობებს აღემატება" - "ჭრებალოს მარანი"

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 02:00|bm.ge

რაჭაში ტურისტული მოთხოვნა განთავსების არსებული შესაძლებლობებისთვის გამოწვევად იქცა.

„ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებლის, სალომე ლეკიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე რეგიონში ჩასული სტუმრების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ტურისტული ობიექტები მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. ამასთან, ზამთარში სასტუმროების დიდი ნაწილი იხურება, რაც ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას ართულებს.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, წლევანდელი ზაფხული კომპანიისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო, თუმცა მაღალი მოთხოვნა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის პრობლემა არ ყოფილა. მისი თქმით, სტუმრების მიღება მთელ რეგიონს უჭირდა.

„ძალიან კარგი ზაფხულის სეზონი გვაქვს. წლევანდელი სეზონი მართლაც ფანტასტიკური იყო, წინა წელთან შედარებითაც კი. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ბოლომდე დადებით სურათს არ გვაძლევს, რადგან დაახლოებით ერთი თვე ან თვე-ნახევარი გვაქვს, როდესაც ობიექტი ძალიან აქტიურად მუშაობს, დანარჩენ თვეებში კი დატვირთვა მცირეა. ზამთრის სამი თვის განმავლობაში რაჭაში ობიექტების უმეტესობა ფაქტობრივად სრულად იკეტება“, - განაცხადა ლეკიშვილმა.

მისივე განმარტებით, რეგიონში დიდი ჯგუფების განთავსებაც რთულია, რადგან საკმარისი ტევადობის სასტუმროები არ არის. შედეგად, ტურისტულ სააგენტოებსა და ორგანიზატორებს ხშირად უწევთ ერთი ჯგუფის რამდენიმე ობიექტში გადანაწილება.

„სწორედ განთავსების შესაძლებლობაა პრობლემა. მაგალითად, თუ დიდი ჯგუფი ჩამოდის რაჭაში, მისი ერთ სივრცეში განთავსება რთულია. ტურისტულ სააგენტოებსაც იგივე პრობლემა აქვთ - სტუმრები სხვადასხვა სასტუმროში უნდა გადაანაწილონ, რადგან რეგიონში ისეთი ობიექტები ბევრი არ არის, სადაც დიდი რაოდენობის ადამიანების მიღებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ლეკიშვილის თქმით, სტუმრების ნაწილს რაჭაში უფრო ხანგრძლივად დარჩენა სურს, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ამ შესაძლებლობას ზღუდავს. სწორედ მოთხოვნაზე პასუხი გახდა „ჭრებალოს მარნისთვის“ სასტუმროს გახსნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.

სეზონურობის შემცირებას დამატებით ართულებს ზამთრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, ასევე თანამშრომლების შენარჩუნების საკითხი. კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, სასტუმროს ამოქმედება შესაძლებლობას შექმნის, ობიექტმა სტუმრები ზაფხულის პიკური პერიოდის მიღმაც მიიღოს.

„რაჭაში ზამთარში სასტუმროების უმეტესობა არ მუშაობს. ამის მიზეზი ბევრია, კერძოდ სიცივე, აღჭურვილობის ნაკლებობა, თანამშრომლების პრობლემა, რადგან ბევრ ობიექტს პერსონალი მხოლოდ სეზონურად ჰყავს. შეიძლება სტუმრებს ზამთარშიც უნდოდეთ ჩამოსვლა, მაგრამ სათანადო ინფრასტრუქტურა არ დახვდეთ. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ სასტუმრო მოგვცემდა შესაძლებლობას, არააქტიურ სეზონებშიც გვემუშავა“, - განაცხადა ლეკიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულის შემდეგ რაჭაში შედარებით აქტიური პერიოდი შემოდგომაა, განსაკუთრებით რთველის სეზონი. ქართველები „ჭრებალოს მარნის“ სტუმრებს შორის უმრავლესობას წარმოადგენენ, უცხოელი ვიზიტორები კი განსაკუთრებით შემოდგომაზე აქტიურდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უოლ-სტრიტზე დაწყებული ვარდნა გლობალურ ნახევარგამტარების სექტორს მოედო

უოლ-სტრიტზე დაწყებული ვარდნა გლობალურ ნახევარგამტარების სექტორს მოედო

BM.GE

ვარშავაში Caucasus Auto-ს ახალი ოფისი გაიხსნა

ვარშავაში Caucasus Auto-ს ახალი ოფისი გაიხსნა

BM.GE

სელინ დიონის კონცერტებმა შესაძლოა პარიზის ეკონომიკას €1 მილიარდამდე სარგებელი მოუტანოს | Le Monde

სელინ დიონის კონცერტებმა შესაძლოა პარიზის ეკონომიკას €1 მილიარდამდე სარგებელი მოუტანოს | Le Monde

BM.GE

აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთბრუნვა 10%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთბრუნვა 10%-ით გაიზარდა

BM.GE