მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაჭის სათანადო პოპულარიზაცია არ ხდება" - რა უშლის ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას?
"რაჭის სათანადო პოპულარიზაცია არ ხდება" - რა უშლის ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას?

"რაჭის სათანადო პოპულარიზაცია არ ხდება" - რა უშლის ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას?

BM.GE2 აგვისტო, 2026, 19:31|bm.ge

რაჭის რეგიონს ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი ბუნებრივი და კლიმატური რესურსი აქვს, თუმცა რეგიონი მარკეტინგული პოპულარიზაციის ნაკლებობასა და საბაზისო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს ებრძვის - ამის შესახებ BM.GE-სთან ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მოქმედი სასტუმრო "ორდ ინნის" წარმომადგენელი, ლილი ორდინიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს ის ფაქტი, რომ რაჭა, სხვა ტურისტულ რეგიონებთან შედარებით, სახელმწიფოსა და დონორებისგან ნაკლებ ყურადღებას იღებს.

"ჩემი დაკვირვებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაჭის სათანადო პოპულარიზაცია არ ხდება და მას არ ეთმობა შესაბამისი ყურადღება, როგორც სხვა რეგიონებს. რაჭას აქვს საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსი იმისთვის, რომ ბევრი ტურისტი და დამსვენებელი მივიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად დავიცვათ ბუნებაც.

თუ ეს მიდგომა გამოსწორდება, გაკეთდება რეგიონის სწორი პოპულარიზაცია და მთავრობის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან ხალხს მიეცემა მოტივაცია, ადგილობრივები თავად განავითარებენ თავიანთ კუთხეს", - აცხადებს ლილი ორდინიძე.

ტურისტული პოტენციალის ათვისებას რაჭაში საოპერაციო პრობლემებიც აფერხებს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გაზიფიცირების არარსებობაა, რაც ბიზნესს ზამთრის სეზონზე დამატებით ტვირთად აწვება. ამას ემატება მაღალმთიან რეგიონებში არსებული კადრების დეფიციტიც.

"გლოლაში გზა, ელექტროენერგია და ინტერნეტი გამართულად მუშაობს, თუმცა მთავარ გამოწვევად გაზიფიცირება რჩება. სოფელში ბუნებრივი აირი ჯერ შეყვანილი არ არის. ზამთარში დამსვენებლების მიღება ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემით, შეშითა და ბუხრით გვიწევს, რაც ალტერნატივაა, თუმცა გაზიფიცირება ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

რაც შეეხება კადრებს - რეგიონში სამუშაო ძალის დეფიციტი ნამდვილად არის. ჩვენ საოჯახო ბიზნესი გვაქვს და ჯერჯერობით საკუთარი ძალებით ვმუშაობთ, თუმცა ზოგადად კვალიფიციური კადრების მოძიება რაჭაში სერიოზული გამოწვევაა", - განმარტავს ორდინიძე.

ლილი ორდინიძემ BM.GE-სთან რაჭაზე სოფელ გლოლიდან ხუთიოდე კილომეტრით დაშორებულ შოვში 2023 წელს მომხდარი სტიქიის განგრძობით გავლენაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შოვის ტრაგედიის შემდეგ, ტურისტების მხრიდან უსაფრთხოების საკითხებზე კითხვები საწყის ეტაპზე აქტიურად ისმებოდა, თუმცა ამჟამად ვითარება დასტაბილურდა და დამსვენებელთა ინტერესი აღდგენილია.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ადგილობრივები კერძო ინვესტიციების დაბანდებას მაინც აგრძელებენ. ამის მაგალითია გლოლაში ახლად გახსნილი საოჯახო სასტუმრო "ორდ ინნი" (Ord Inn), რომელმაც პირველი სტუმრები 20 ივლისს მიიღო.

სასტუმრო 6-ნომრიანია და 20-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. პროექტი რამდენიმეწლიანი კერძო ინვესტიციითა და USAID-ის გრანტის მხარდაჭერით განხორციელდა.

"სასტუმრო ნაძვნარში მდებარეობს, სადაც სამკურნალო ჰაერია. განთავსების ღირებულება 120 ლარიდან იწყება და საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი. გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები, ხოლო ჯავშნების პიკს აგვისტოში ველოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის არარსებობა ზამთარში დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, სასტუმრო ოთხივე სეზონზე იმუშავებს. სამომავლოდ კი ეზოში ბავშვთა გასართობი სივრცისა და აუზის მოწყობას ვგეგმავთ", - აღნიშნავს ლილი ორდინიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდარუსთავი 2
  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • გურამ მაჭარაშვილი: არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელებსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშიაიმედი
ხდება →

მსგავსი სტატიები

მთავრობამ „საქმილსადენმშენი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა - რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

მთავრობამ „საქმილსადენმშენი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა - რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

BM.GE

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი, რომლის სამინისტროც სექტემბრიდან უქმდება - დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი, რომლის სამინისტროც სექტემბრიდან უქმდება - დეკლარაცია

BM.GE

კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

BM.GE

"იმედი გვაქვს, 2027 წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული" - რა გამოწვევებს ქმნის DRG-ს მოდელი?

"იმედი გვაქვს, 2027 წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული" - რა გამოწვევებს ქმნის DRG-ს მოდელი?

BM.GE