
რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მადრიდის რეალის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანური სპორტის გამორჩეული ფიგურა რეალის მმართველ ორგანოში დასაქმდება.გადაწყვეტილება, რომელიც უკვე დაამტკიცა მადრიდული გრანდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, იმ ღვაწლის დაფასებაა, რომელიც ნადალს რეალის წინაშე აქვს. რაფა უკვე წლებია მადრიდელთა დიდ ქომაგად ითვლება და კლუბისადმი მხარდაჭერა არაერთხელ გამოუხატავს."ნადალი კლუბში უმაღლესი დონის ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილებასა და სპორტი მართვის სტრატეგიულ ხედვებს შემოიტანს. მისი ძირითადი როლი კლუბის ინსტიტუციური იმიჯის განმტკიცება და გლობალური განვითარების პროექტების დასახვა იქნება", - ნათქვამია რეალის განცხადებაში.40 წლის ჩოგბურთელმა სახელოვანი კარიერა 2024 წელს დაასრულა.
BM.GE
წყარო: bm.ge