მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა?
რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა?

რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა?

BM.GE8 ივნისი, 2026, 22:07|bm.ge

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც მაისში დასაქმებულთა რაოდენობა მოულოდნელად 172 ათასით გაიზარდა, საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ეკონომისტები მხოლოდ 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებდნენ, რეალური შედეგი კი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. დასაქმების ბაზრის ამგვარმა მდგრადობამ გააძლიერა მოლოდინი იმისა, რომ ინფლაციური წნეხის ფონზე, აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. ბაზრის მონაწილეთა ვარაუდით, განაკვეთების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება 2027 წლამდეა მოსალოდნელი, რამაც ობლიგაციების ბაზარზე 10-წლიანი სახაზინო ვალდებულებების შემოსავლიანობა მკვეთრად, 4.53%-მდე გაზარდა. FedWatch-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის შესაძლო გაზრდის ალბათობა 50%-დან 73%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც განაკვეთის უცვლელად, 3.50%-3.75%-ის ფარგლებში დატოვების შანსი 27%-მდე შემცირდა.

ტექნოლოგიური სექტორის ვარდნას დამატებითი ბიძგი კომპანიების მიერ კაპიტალის მოზიდვის გეგმებმაც მისცა. Financial Times-ის ინფორმაციით, Meta ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების განთავსებას გეგმავს, Google-მა კი ბაზრიდან უკვე მოიზიდა $85 მილიარდი. ამასთან, ინვესტორები ემზადებიან SpaceX-ისა და Anthropic-ის მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებებისთვის, რომელთა სავარაუდო კაპიტალიზაცია ჯამურად $3 ტრილიონს აღწევს.

ამასთან, ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Broadcom-მა გაყიდვების პროგნოზი შეამცირა, რამაც ნახევარგამტარების სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია. ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში Micron-ის აქციების ფასი 17%-ით შემცირდა, Intel-ის მაჩვენებელი 9%-ით დაეცა, AMD-ის აქციები კი 13%-ით გაუფასურდა, ხოლო თავად Broadcom-ს 20%-იანი კორექცია აქვს.

უშუალოდ შედეგებს რაც შეეხება, წინა სავაჭრო სესიაზე S&P 500 თითქმის 2.6%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა 5%-მდე კორექცია დააფიქსირა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია. ჯამში, ამერიკული საფონდო ბირჟიდან ერთ დღეში თითქმის $2 ტრილიონის მოცულობის კაპიტალი გაქრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE