მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE31 ივლისი, 2026, 22:58|bm.ge

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებისა და მათი ბიზნესების განვითარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და EFSE-ის პარტნიორობით, Business 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართა.

შეხვედრას გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ნანა აბურჯანიძე უძღვებოდა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები და გაყიდვების თანამედროვე მიდგომები განიხილეს.

მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, მიდგომები და ტაქტიკები ბოლო წლებში, რა მოთხოვნებია თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების გუნდის კომპეტენციებისა და უნარების კუთხით და რა როლს ასრულებს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მონაწილეებმა ადგილობრივი და გლობალური ბრენდების მაგალითები განიხილეს, ერთმანეთს სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარ ბიზნესებთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები დასვეს.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს — ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

BM.GE

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

BM.GE

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

BM.GE

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

BM.GE