
რამდენი ბინაა საქართველოს ზღვისპირეთში და რომელ ქალაქებშია კვ.მ ყველაზე ძვირი?
ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით, კვადრატულ მეტრზე $1,100-ს აღწევს - ამის შესახებ თიბისი კაპიტალმა კონფერენცია „გრემოზე“ ისაუბრა.
საქართველოს სანაპირო ზოლის ტენდეციებზე საუბრისას, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში 2020 წელს ფასი კვ.მ-ზე 525$, 2023 წელს 937$, ხოლო 2025-ში 1 060$ ღირდა. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებლებს ფასი 1 096$-ია.
2020 წელს ქობულეთში სულ 316 ბინა გაიყიდა, 2023-ში - 969, 2025-ში - 672. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი სულ 139 ბინის ტრანზაქცია დარეგისტრირდა.
ფოთში გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი $500-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 5 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, წლიურად ფოთში 400-დან 600 ბინამდე იყიდება.
ზღვისპირეთში არსებული საბინაო ფონდი და საშუალო ფასი
ბათუმი:
ბინების რაოდენობა - 70,000
მიმდინარე საწყისი ფასი $1,988
ქობულეთი:
ბინების რაოდენობა - 10,458
მიმდინარე საწყისი ფასი $1,545
გონიო:
ბინების რაოდენობა - 3,605
მიმდინარე საწყისი ფასი $2,884
ჩაქვი:
ბინების რაოდენობა - 2,636