მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი დაკარგეს ინვესტორებმა NVIDIA-ს დირექტორის "ღალატით" და რა დაუჯდება ჯენსენ ჰუანგს განქორწინება?
რამდენი დაკარგეს ინვესტორებმა NVIDIA-ს დირექტორის "ღალატით" და რა დაუჯდება ჯენსენ ჰუანგს განქორწინება?

რამდენი დაკარგეს ინვესტორებმა NVIDIA-ს დირექტორის "ღალატით" და რა დაუჯდება ჯენსენ ჰუანგს განქორწინება?

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 02:30|bm.ge

Nvidia-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის თანამშრომლებს ცოლის ღალატის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაუდასტურა.

მილიარდერმა მეწარმემ აღიარა, რომ მას რომანტიკული კავშირი ჰქონდა კომპანია Megaspeed-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალისა ჰუანგთან, რომელიც, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის ჯაშუშია.

ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო, პროცესში კი აშშ-ის კონგრესიც ჩაერთო და მოსალოდნელია, რომ მალე ჯენსენ ჰუანგის წინააღმდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიებასაც დაიწყებს. ამასთან, ინვესტორთა ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა კოლექტიური სარჩელით, რომელიც ჰუანგის ქმედებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას და CEO-ს პოზიციიდან მის გადაყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება ინვესტორების და საფონდო ბირჟის რეაქციას, ბოლო სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების შეფასება 4%-დან 9%-მდე დიაპაზონში შემცირდა, რამაც Nvidia-ს კაპიტალიზაციის $300 მილიარდიდან $350 მილიარდამდე შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, ის პირდაპირი ზარალი, რომელმაც ინვესტორებმა უკვე მიიღეს, ამჟამად სწორედ $300-350 მილიარდის ფარგლებშია. თუმცა პროცესი არ დასრულებულა და ჯერ უცნობია, შეწყდება თუ გაგრძელდება აქციების დაღმასვლა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კაპიტალიზაციის მკვეთრმა ვარდნამ უშუალოდ ჯენსენ ჰუანგის პირად აქტივებზეც იმოქმედა. არსებული ინფორმაციით, მილიარდერის ქონება ერთ დღეში $13 მილიარდით შემცირდა და $138 მილიარდამდე დაეცა.

ბუნებრივია, ამ ამბის გავრცელებასთან ერთად, დაიწყო სპეკულაციები ჯენსენ ჰუანგის და მისი მეუღლის შესაძლო განქორწინებასთან დაკავშირებით. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება მეუღლეებზე თანაბრად ნაწილდება. შესაბამისად, მეუღლესთან შესაძლო განქორწინების შემთხვევაში, მილიარდერი სავარაუდოდ $75 მილიარდიდან $81 მილიარდამდე აქტივებს დაკარგავს, რაც ახალი გლობალური რეკორდი იქნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სპეკულაციების მიუხედავად, ჯენსენის მეუღლეს, ლორი ჰუანგს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ამასთან, სასამართლოში განქორწინების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ დარეგისტრირებულა.

ცნობისთვის, ჯენსენ და ლორი ჰუანგები 1985 წელს დაქორწინდნენ. რვა წლის შემდეგ კი Nvidia დაარსდა. შესაბამისად, ბიზნესმენის მთლიანი კაპიტალი სწორედ მათი თანაცხოვრების პერიოდში დაგროვდა, რაც ქონების გაყოფას გარდაუვალს ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ხუმრობდა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს გენერალურ დირექტორს, დანა ვაითს შესთავაზარუსთავი 2
  • გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლესნეტგაზეთი
  • №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნაფორმულა
  • რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩებატვ პირველი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილმა UNECE-ის აღმასრულებელ მდივანტთან და ITF-ის გენერალურ მდივანთან შეხვედრები გამართა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილმა UNECE-ის აღმასრულებელ მდივანტთან და ITF-ის გენერალურ მდივანთან შეხვედრები გამართა - სამინისტრო

BM.GE

რუსთავში სოცდაუცველთა კვების 3 მლნ ლარის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა - ვინ მიაწვდის მერიას ამ სერვისს?

რუსთავში სოცდაუცველთა კვების 3 მლნ ლარის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა - ვინ მიაწვდის მერიას ამ სერვისს?

BM.GE

Anthropic-მა Nasdaq-ზე დაგეგმილი IPO-სთვის აქციის ფასი $70-დან $78-მდე განსაზღვრა

Anthropic-მა Nasdaq-ზე დაგეგმილი IPO-სთვის აქციის ფასი $70-დან $78-მდე განსაზღვრა

BM.GE

პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს?

პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს?

BM.GE