მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს?
პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს?

პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს?

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 01:27|bm.ge

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით, ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის წარმოების მიმართულებით მომუშავე მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობასა და საჭიროებებს გაეცნენ. ასევე, დარგობრივი და სამეცნიერო ორგანიზაციების ხედვა მოისმინეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების შესაძლებლობებზე."როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის მიზანი იუნესკო-ს (UNESCO) მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალების“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებაა. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ქართული ხორბლის ისტორიული, კულტურული და გენეტიკური მემკვიდრეობის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნის ხელშეწყობას ისე, რომ კომერციული განვითარების პროცესში მისი ავთენტურობა, ხარისხი და თვითმყოფადობა შენარჩუნდეს.„ვისაუბრეთ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების გამრავლების, მათი წარმოებაში უფრო ინტენსიურად დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. ეს ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული სიმდიდრეა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. ქართული ხორბლის მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნა საერთო საქმეა. ამ პროცესის საფუძველი დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილება, საჭიროებები და ერთობლივი მოქმედება უნდა იყოს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უძღვებოდა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • საქართველომ ყველა ის საკითხი ჩამოშალა, რომლის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ხვალიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება - მხარეები მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხებენრუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა Nasdaq-ზე დაგეგმილი IPO-სთვის აქციის ფასი $70-დან $78-მდე განსაზღვრა

Anthropic-მა Nasdaq-ზე დაგეგმილი IPO-სთვის აქციის ფასი $70-დან $78-მდე განსაზღვრა

BM.GE

Anthropic-მა მონაცემთა ცენტრების გენერატორებით აღსაჭურვად $3.4-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

Anthropic-მა მონაცემთა ცენტრების გენერატორებით აღსაჭურვად $3.4-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

BM.GE

ტიმ კუკი სტამბოლს ეწვია და Les Benjamins-ის ღონისძიებას დაესწრო

ტიმ კუკი სტამბოლს ეწვია და Les Benjamins-ის ღონისძიებას დაესწრო

BM.GE

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE