
რამდენი იქნება Apple-ის ახალი დირექტორის ანაზღაურება?
Apple-მა კომპანიის ახალი გენერალური დირექტორის, ჯონ ტერნუსის ანაზღაურების პაკეტი $58 მილიონის ოდენობით განსაზღვრა. მან აღნიშნული პოსტი ოფიციალურად სამშაბათს ჩაიბარა და ტიმ კუკი ჩაანაცვლა.
როგორც ირკვევა, ახალი CEO-ს კომპენსაცია $3-მილიონიან წლიურ ხელფასსა და $55 მილიონის ღირებულების აქციებს მოიცავს, რომელთა გადაცემაც 2027 ფისკალურ წელს, ოქტომბრიდან დაიწყება.
ამასთან, დირექტორთა საბჭოში გადასული ტიმ კუკის ხელფასი $2 მილიონს შეადგენს, ხოლო 2027 ფისკალური წლისთვის ის $45 მილიონის ღირებულების აქციების პაკეტს მიიღებს.
ჯონ ტერნუსი Apple-ში 25 წელია მუშაობს და მანამდე აპარატურული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ტიმ კუკს, ის ძირითად ყურადღებას გლობალურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაზე გაამახვილებს, რაც საერთაშორისო ბიზნესში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, კუკის მმართველობის პერიოდში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $350 მილიარდიდან $4.7 ტრილიონამდე გაიზარდა და ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დირექტორი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge