მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 21:16|bm.ge

აზერბაიჯანში, გორანბოის რაიონის სოფელ ნიზამისთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტი 2 სექტემბრის ღამეს დაფიქსირდა და მან მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სამი უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით სპეციალისტებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული სამაშველო და სამართალდამცავი ჯგუფები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ. ხელისუფლების ოფიციალური ცნობით, საგანგებო სამსახურებმა რეგიონში შექმნილი ვითარება სრულ კონტროლზე უკვე აიყვანეს.

ცნობისთვის, საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს სამართალდამცავი უწყებები ამ დრომდე ადგენენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

IT სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღება გამარტივდება

IT სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღება გამარტივდება

BM.GE

TCL-მა Samsung-ს ცრუ რეკლამის გამო სასამართლოში უჩივლა

TCL-მა Samsung-ს ცრუ რეკლამის გამო სასამართლოში უჩივლა

BM.GE

2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიში

2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიში

BM.GE