მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი მილიონი ლარის მოგება აქვს ონლაინკაზინო "კროკობეთს"? - 2025 წლის შედეგები
რამდენი მილიონი ლარის მოგება აქვს ონლაინკაზინო "კროკობეთს"? - 2025 წლის შედეგები

რამდენი მილიონი ლარის მოგება აქვს ონლაინკაზინო "კროკობეთს"? - 2025 წლის შედეგები

BM.GE12 აგვისტო, 2026, 12:45|bm.ge

აზარტული თამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ - "კროკობეთმა", ანუ შპს "ფულ ჰაუსმა" 2025 წელს მიღებული შემოსავლების და მოგების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 17%-ით გაიზარდა და 454 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგება კი 184.6 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 8.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემოსავლის მთავარი წყარო ონლაინ სლოტებია

„ფულ ჰაუსის“ მთლიანი ამონაგები 2025 წელს 454 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წლის 388 მილიონ ლართან შედარებით. ზრდამ 65.99 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 17% შეადგინა. ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წამახალისებელი აქციების ზოგად დანახარჯებამდე 489.99 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 35.96 მილიონი ლარი წამახალისებელი აქციების ხარჯმა შეადგინა.

შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო ონლაინ სლოტები იყო. ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 389.9 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 332.17 მილიონ ლართან შედარებით — ზრდა დაახლოებით 17.4%.

მეორე უმსხვილესი მიმართულება ტოტალიზატორი იყო. სპორტული ფსონებიდან მიღებული შემოსავალი 76.28 მილიონ ლარს გაუტოლდა, 2024 წლის 65.19 მილიონ ლართან შედარებით — ზრდა დაახლოებით 17%.

განსხვავებული დინამიკა ჰქონდა ონლაინ კაზინოს მიმართულებას. ონლაინ სამორინეს თამაშებიდან მიღებული შემოსავალი 19.2 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის 20.2 მილიონ ლართან შედარებით — კლება დაახლოებით 5%-ით. ფიზიკური სამორინედან 2025 წელს შემოსავალი არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 4 ათასი ლარი იყო.

ონლაინ პირინგული თამაშებიდან მიღებულმა ამონაგებმა 4.61 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, „ფულ ჰაუსის“ სხვა შემოსავალი 16.52 მილიონ ლარს შეადგენდა და იგი მომხმარებელთა ოპერაციების საკომისიოებს წარმოადგენს. 2024 წელს ამავე კატეგორიის შემოსავალი 12.89 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის ძირითადი ამონაგები, საბოლოო ჯამში, საქართველოში მყოფი ონლაინ მომხმარებლებისგან მიიღება.

234.9 მილიონი ლარი - პირდაპირი ხარჯები

2025 წელს „ფულ ჰაუსის“ გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ 234.95 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 189.58 მილიონ ლართან შედარებით. შედეგად, ამონაგებსა და პირდაპირ ხარჯებს შორის სხვაობამ, ანუ საერთო მოგებამ, 219.07 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 198.46 მილიონ ლართან შედარებით.

პირდაპირ ხარჯებში ყველაზე დიდი მუხლი აზარტული თამაშებიდან საერთო ამონაგებზე გადასახადი იყო — 108.7 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს ხარჯი 74.02 მილიონ ლარს შეადგენდა.

თამაშის პროვაიდერებისთვის გადახდილმა ხარჯებმა 64.38 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი 60.74 მილიონი ლარი იყო. მომხმარებლებზე გაცემების საკომისიოებმა 40.83 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ტოტალიზატორის გადასახადმა - 20.18 მილიონი ლარი. 2024 წელს ეს ორი მაჩვენებელი შესაბამისად 35.09 მილიონი და 17.08 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით, გაყიდული საქონლის თვითღირებულება მოიცავს თამაშის პროვაიდერების ხარჯებს, ტოტალიზატორის გადასახადს, GGR-ის გადასახადს და მომხმარებლების გადახდების დამუშავების საკომისიოებს.

მარკეტინგზე 18.2 მილიონი ლარი დაიხარჯა

„ფულ ჰაუსის“ მარკეტინგული ხარჯი 2025 წელს 18.22 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2024 წლის 11.44 მილიონი ლარიდან.

მათ შორის, სარეკლამო ხარჯმა 10.15 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი 6.03 მილიონი ლარი იყო. წამახალისებელი კამპანიებისთვის კომპანიამ 4.52 მილიონი ლარი დახარჯა, წინა წლის 1.71 მილიონთან შედარებით. სხვა მარკეტინგული ხარჯები 3.55 მილიონი ლარი იყო.

სახელფასო ხარჯი 2025 წელს 26.34 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წლის 19.68 მილიონ ლართან შედარებით. აქედან თანამშრომელთა ხელფასებზე 18.03 მილიონი ლარი, ბონუსებზე 4.29 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა სხვა გასამრჯელოებზე 4.02 მილიონი ლარი მოდიოდა.

სათამაშო ბიზნესის გადასახადები

„ფულ ჰაუსის“ ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა გადასახადებმა მოახდინა.

2025 წლის 1 იანვრიდან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მომწყობი პირებისთვის GGR-ის გადასახადის განაკვეთი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ანგარიშგების მიხედვით, GGR წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებისთვის გაცემულ მოგებებს შორის სხვაობას.

ამასთან, ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1 დეკემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშებისა და ფსონების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 5%-იანი GGR გადასახადით იბეგრება, რომელიც მანამდე მოქმედ 15%-იან გადასახადს აზარტულ თამაშებზე და 7%-იან გადასახადს ფსონებზე ცვლის.

2025 წელს აზარტული თამაშებიდან საერთო ამონაგებზე გადახდილმა გადასახადმა 108.7 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 74.02 მილიონთან შედარებით — ზრდა დაახლოებით 46.9%-ით. ტოტალიზატორის გადასახადი კი 20.18 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2024 წლის 17.08 მილიონიდან.

გარდა ამისა, სალიცენზიო, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულმა და მარეგულირებლის ხარჯებმა 6.08 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 5.13 მილიონთან შედარებით. აქედან 2.44 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესის ლიცენზიებსა და მოსაკრებლებზე, 2.4 მილიონი ლარი კი ერთიანი კონტროლის სისტემის მარეგულირებლის მოსაკრებელზე მოდიოდა.

მოგება 184.6 მილიონი ლარი

2025 წელს „ფულ ჰაუსის“ საოპერაციო მოგებამ 171.33 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 164.34 მილიონთან შედარებით. კომპანიამ ასევე მიიღო 12.33 მილიონი ლარის ფინანსური შემოსავალი, რაც ძირითადად საბანკო ანგარიშებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავალს უკავშირდება. 2024 წელს ფინანსური შემოსავალი 5.29 მილიონი ლარი იყო.

შედეგად, 2025 წლის დასაბეგრმა მოგებამ 184.56 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 169.92 მილიონთან შედარებით. მოგების გადასახადის ხარჯი კომპანიას არც ერთ წელს არ უფიქსირდება და 2025 წლის წმინდა მოგებაც 184.56 მილიონ ლარს შეადგენდა.

აქტივები 186.9 მილიონი ლარი

2025 წლის ბოლოს „ფულ ჰაუსის“ კონსოლიდირებული აქტივების ჯამური ღირებულება 186.85 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წლის 106.82 მილიონთან შედარებით. აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ფულადი სახსრები იყო — წლის ბოლოს კომპანიას 146.57 მილიონი ლარის ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ჰქონდა, 2024 წლის 78.05 მილიონთან შედარებით.

ჯგუფის მთლიანმა ვალდებულებებმა 52.22 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 27.8 მილიონთან შედარებით. საკუთარი კაპიტალი კი 134.64 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წინა წლის 79.02 მილიონიდან.

მფლობელები და გლობალურ ბაზრებზე გაფართოება

„ფულ ჰაუსის“ ძირითადი საქმიანობა ონლაინ აზარტული თამაშებია. ჯგუფის პროდუქტებს შორისაა ონლაინ სლოტები, ონლაინ ტოტალიზატორი, ონლაინ სამორინე და სხვა თამაშები. კომპანია მომხმარებლებს პლატფორმას crocobet.com-ის საშუალებით სთავაზობს და „კროკობეთის“ სახელით ოპერირებს. ჯგუფს ასევე აქვს ფიზიკური სლოტ კლუბისა და ტოტალიზატორის მიმართულება.

2025 წელს ჯგუფმა საერთაშორისო მიმართულებით გაფართოებაც გააგრძელა. ანგარიშგების მიხედვით, წლის განმავლობაში დაფუძნდა Crocobet Romania S.R.L. რუმინეთში, Malta IP Management Group Limited მალტაში, Crocobet Digital d.o.o. სერბეთში და Full House Management Group Sp. z o.o. პოლონეთში. რუმინული კომპანია აზარტული თამაშებისა და ფსონების საქმიანობას ახორციელებს, სერბეთში დაფუძნებულ კომპანიას კი საქმიანობა 2025 წლის ბოლოსთვის ჯერ არ ჰქონდა დაწყებული.

„ფულ ჰაუსის“ მფლობელთა სტრუქტურა 2025 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომპანიის 35% საქართველოს მოქალაქე თემურ მიქელაძეს ეკუთვნის, 16.67% — ავსტრიის მოქალაქე ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერს, 16.67% — ისრაელის მოქალაქე გიგი ლევი-ვაისს, ხოლო 16.66% — ავსტრიის მოქალაქე მანფრედ ბოდნერს. დარჩენილი წილები რამდენიმე მეწილეზე 2.5%-იანი მონაწილეობით ნაწილდება.

მფლობელებზე 128.9 მილიონი ლარის დივიდენდი გაიცა

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ 2025 წელს 184.56 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, წლის განმავლობაში მფლობელებზე 128.95 მილიონი ლარის დივიდენდი გაიცა. 2024 წელს გადახდილი დივიდენდი 126.32 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, ანგარიშგების პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 2 მარტს და 1 ივნისს ჯგუფმა დამატებით 50-50 მილიონი ლარის დივიდენდები გამოაცხადა, ჯამში 100 მილიონი ლარის ოდენობით.

„ფულ ჰაუსის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიას 134.44 მილიონი ლარის გაუნაწილებელი მოგება ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • საპენსიო ფონდი: ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარიაიმედი
  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

ტენდერის გარეშე, შეზღუდული ვადების გამო - რა დაჯდა დღევანდელი „დიდგორობის“ ორგანიზება?

ტენდერის გარეშე, შეზღუდული ვადების გამო - რა დაჯდა დღევანდელი „დიდგორობის“ ორგანიზება?

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

12 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

12 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

200-მეგავატიანი ელექტროდამაგროვებლის მშენებლობის საზედამხედველო ტენდერი გახანგრძლივდა

200-მეგავატიანი ელექტროდამაგროვებლის მშენებლობის საზედამხედველო ტენდერი გახანგრძლივდა

BM.GE