მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე
რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 18:22|bm.ge

აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება. მისი თქმით, აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ.

ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პედაგოგებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თქვენს საქმიანობასა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის წარმატება. თქვენ ღირსეულად ემსახურებით ამ საქმეს. ღირსეულ თაობას უზრდით ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის გახსნას და ყველას, განსაკუთრებით, მოსწავლეებს, გისურვებთ დიდ წარმატებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვასფორმულა
  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებარუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

BM.GE

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

BM.GE