მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი” - რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?
“რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი” - რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?

“რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი” - რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 01:55|bm.ge

გენერაციის შეზღუდვებმა და სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარმა მიდგომამ კერძო სექტორს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს პირველად დაირღვა პასუხისმგებლობის თანაბარი გადანაწილების პრინციპი: მაშინ, როდესაც კერძო სადგურები გაჩერებული იყო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს გენერაცია არ შეზღუდვიათ.

მაია მელიქიძის განცხადებით, ამან სექტორში „უსამართლობის განცდა“ გააჩინა და კომპანიებს საბანკო ვალდებულებების დაფარვის საფრთხე შეუქმნა. გენერაციის შეზღუდვით მიყენებული ზარალი, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.

„2027 წელს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, სექტორი კიდევ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ დადგება. რეალობა გახლავთ ის, რომ მაისის, ივნისის და ივლისის გარკვეულ პერიოდში ადგილი ჰქონდა შეზღუდვებს. შეზღუდვებში იგულისხმება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების გაჩერება. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც წყალუხვობის პერიოდი გვაქვს და ძალიან დიდი დოზით არის შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერმა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტმა აგენერიროს ელექტროენერგია და უზრუნველყონ შემდეგ მისი გაყიდვა.

მოხდა რა შეზღუდვა — ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი შეუმცირდათ. შეუმცირდათ რა შემოსავალი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დადგნენ სერიოზული ფინანსური რისკის და პრობლემის წინაშე, რაც არის მათ მიერ კომერციული ბანკებიდან აღებული ვალდებულებების შესრულება.

უკვე იმ დონეზე მივიდა საქმე, რომ ძალიან დიდი ზარალი ნახეს, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი და ყველაზე დიდი ტკივილი, რაც წარმოიქმნა ამ პროცესში, გახლავთ ის, რომ გარკვეულწილად სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდათ უსამართლობის განცდა.

უსამართლობა ნიშნავს იმას, რომ წელს მოხდა პირველად, როდესაც არ შეიზღუდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები და ეს ტვირთი სრულად გადმოვიდა კერძო სექტორზე. ამიტომ მათი შემოსავლები, თუკი აქამდე იყო, რომ 20-30 პროცენტით მცირდებოდა და ამისთვის შეიძლება ითქვას კერძო სექტორი მზად იყო და ამის ჰეჯირება უკვე გაკეთებული ჰქონდა, ახლა უკვე ეს მაჩვენებელი იმდენად გაორმაგდა, რომ კომპანიებს შეექმნათ სირთულეები არსებული ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით.

ამან კითხვის ნიშნები გააჩინა უფრო FDI-სთან მიმართებით, იმიტომ რომ სექტორის წარმომადგენლებს, ბუნებრივია, ეკითხებიან პირველად, რამდენად ღირს ამ თუ იმ სექტორში ინვესტიციის განხორციელება. და ეს არსებული პათოსი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ გადამდები იყო სხვა ინვესტორებისთვისაც.

ამას დაემატა ისიც, რომ მემორანდუმების ხელმოწერას უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტები პრინციპში უკვე განხილულია და საჭიროებს უკვე გადასვლას შემდეგ ეტაპზე. აი ამ პროცესში ვერ მოხდა რა მემორანდუმების დათქმულ ვადაში და შეპირებულ ვადაში ხელმოწერა, ამან უფრო მეტი ფრუსტრაცია გამოიწვია კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმი ჰქონდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტს იმისათვის, რომ შემდეგ გააგრძელოს მან უკვე მშენებლობის ეტაპზე გადასვლა და მივიდეს იქამდე, რაც არის ჩამოვყალიბდეთ თვითკმარ ქვეყნად”,- აცხადებს მაია მელიქიძე "საქმის კურსთან".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ჰამოს“ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 50-60%-ით გაეზარდა - ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება

„ჰამოს“ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 50-60%-ით გაეზარდა - ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება

BM.GE

GPT Astra-მ უკვე მიაღწია AGI-ის ფაზას – NVIDIA-ს დამფუძნებელი

GPT Astra-მ უკვე მიაღწია AGI-ის ფაზას – NVIDIA-ს დამფუძნებელი

BM.GE

EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროში

EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროში

BM.GE

EverBank-ი და WaFd-ი შერწყმის შედეგად $75-მილიარდიან ბანკს შექმნიან

EverBank-ი და WaFd-ი შერწყმის შედეგად $75-მილიარდიან ბანკს შექმნიან

BM.GE