მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?
"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 19:47|bm.ge

ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანია “კონსტრაქშენ სერვისს” საკუთარი მომსახურება და პროდუქცია ექსპორტზე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ცოტა ხნის წინ იტალიაში ტენდერში გაიმარჯვეს, რომლის ფარგლებშიც კომპანია საქართველოდან იტალიაში ხიდის კონსტრუქციებს მიაწვდის. გიორგი გაბუნიას თქმით, შესყიდვის ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა.

ამასთან, “კონსტრაქშენ სერვისი” უკვე გავიდა ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, კანადა და ავსტრალია. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული და სამშენებლო კომპანიებისთვის ექსპორტზე გასასვლელად მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოცდილების დაგროვების საშუალება პირველ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მიეცეთ

“როდესაც მოვიგეთ ერთ-ერთი ქვეკონტრაქტი რიკოთის დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელ მონაკვეთზე, ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, სამჯერ გავზარდეთ ბიზნესი და ამან ყველაფერმა საშუალება მოგვცა, გავსულიყავით ევროპულ ბაზარზე და ექსპორტზე ვმუშაობთ ახლა. ამ პროექტმა მოგვცა განვითარების საშუალება.

ვმუშაობთ კანადაშიც, საპორტო ამწეების კონსტრუქციები მივაწოდეთ. ახლა კიდევ ერთი პროექტი მოვრჩით ავსტრალიაში, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში ანალოგიური პროდუქციის მიწოდებაზე. ასევე იტალიაში, სადაც ერთი წლის წინ მივეცით სატენდერო წინადადება, სულ რამდენიმე დღის წინ დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ხიდის კონსტრუქციების მიწოდება საქართველოდან. ეს ყველაფერი ჩვენც გვაძლიერებს, ზრდის ჩვენს გამოცდილებას და ყველაზე კარგი საშუალებაა გარედან ქვეყანაში ვალუტის შემოსატანად. თავდაპირველად ექსპორტზე მუშაობა დავიწყეთ 100 000 დოლარის პროექტიდან, ბოლო კონტრაქტი კი უკვე დაახლოებით რამდენიმე მილიონი ევროს მოცულობისაა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE