მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ითვალისწინებს საქართველო-აზერბაიჯან-ბულგარეთ-თურქეთის შეთანხმება სუფთა ენერგიის შესახებ?
რას ითვალისწინებს საქართველო-აზერბაიჯან-ბულგარეთ-თურქეთის შეთანხმება სუფთა ენერგიის შესახებ?

რას ითვალისწინებს საქართველო-აზერბაიჯან-ბულგარეთ-თურქეთის შეთანხმება სუფთა ენერგიის შესახებ?

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 22:42|bm.ge

საქართველო-აზერბაიჯან-ულგარეთ-თურქეთის სუფთა ენერგიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია მოახდინოს და საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას” მოაწერეს ხელი.

"შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თურქეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდატვ პირველი
  • მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავესნეტგაზეთი
თურქეთის →

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

BM.GE

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

BM.GE

ეროვნული ბანკი რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდას გეგმავს|რა პრაქტიკაა მსოფლიოში?

ეროვნული ბანკი რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდას გეგმავს|რა პრაქტიკაა მსოფლიოში?

BM.GE