
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს - Netgazeti
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) ავრცელებს. მათი ცნობით, ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.
მათი ცნობით, ჯაფარიძე ბრიუსელში, თურქეთში ტრანზით, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.
„ვწუხვართ, რომ ის ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობის მიღებას და ვგმობთ, რომ მსგავსი წნეხი გრძელდება ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ისახავენ მიზნად“, – აცხადებს ALDE.
ALDE-ს შემდეგ განცხადება გაავრცელა თავად ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, თურქეთის აეროპორტში განუმარტეს, რომ 2025 წლის ნოემბრიდან მას თურქეთში შესვლაზე შეზღუდვა აქვს.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
„გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრი პარტიაა. საქართველოდან ALDE-ს წევრი პარტიები არიან ასევე: „დროა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge