ორიგინალი
რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

26 ნოემბერი, 2026 · 19:07

2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოში არამეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას მატერიალური (ქაღალდის) აქტები ელექტრონულით ჩანაცვლდება.

რას ნიშნავს ცვლილება ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის, ამის შესახებ “კრესტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებულად დაინახავს ფიზიკური პირების ყველა გაყიდვას და შესაბამისად დაბეგრავს მათ. რაც შეეხება ბიზნესს, ვადების დარღვევა ან უსაბუთოდ ყიდვა მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.

"აქამდე შესყიდვის აქტი იყო მატერიალური ფორმის დოკუმენტი. როდესაც შპს, მაგალითად, ყიდულობდა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ან ნებისმიერ საქონელს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან, ასეთ დროს ხდებოდა ქაღალდის დოკუმენტის გამოწერა. ხშირად ამ დოკუმენტს, მაგალითად, ღვინის ქარხანა რომ იბარებდა ყურძენს, თავად კომპანია ადგენდა და ხელს აწერინებდა ფიზიკურ პირებს, რადგან გამყიდველს არ შეეძლო ელექტრონული ზედნადების გამოწერა. ასეთი შესყიდვის აქტები პირველი დეკემბრიდან ხდება ელექტრონული და თავად ბიზნესი, შემსყიდველი მხარე, თავის თავს გამოუწერს ამ დოკუმენტს. ის მიუთითებს გამყიდველი ფიზიკური პირის დასახელებას, მის საიდენტიფიკაციო ნომერს და ასევე აუცილებელი არის ტელეფონის ნომრის მითითება, რომ შემდგომში გამყიდველმა მხარემ ტექნიკური საშუალებით შეძლოს ამის დადასტურება.

თვითონ რეფორმა აბსოლუტურად გასაგებია და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ტექნიკურად და პროგრამულად ამოქმედდება. თუმცა ერთ-ერთი რისკის შემცველი გარემოება არის ის, რომ აქ ვადაც არის შეზღუდული - მითითებული არის ორთვიანი ვადა. ოპერაციის მოხდენიდან ორი თვის განმავლობაში, ანუ მიმდინარე თვესა და შემდეგ თვეში, უნდა გამოიწეროს ეს დოკუმენტი და ასევე ორთვიანი ვადა არის მისი დადასტურებისთვის.

თუ ბიზნესი საქონელს ელექტრონული დოკუმენტის გარეშე შეიძენს, ან ორთვიან ვადაში ვერ მოასწრებს მის გამოწერასა და დადასტურებას, ეს თანხა უსაბუთო ხარჯად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში შპს-ს (რომელიც ესტონურ მოდელზეა) ამ თანხის 15%-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა. ხოლო თუ კომპანია ამას არ გააკეთებს და დარღვევას საგადასახადო შემოწმება აღმოაჩენს, 15%-იან გადასახადთან ერთად, მას დეკლარაციაში თანხის შემცირების გამო ჯარიმაც (სტანდარტულად 50%, ზოგ შემთხვევაში კი 10% ან 25%) და საურავიც დაეკისრება. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ინდმეწარმეებზეც (გარდა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისა), ოღონდ მათ შემთხვევაში საბაზისო დაბეგვრა 20%-ია, რასაც დარღვევისას ასევე 50%-იანი ჯარიმა და საურავი ემატება.

რა შედეგი დადგება გამყიდველი ფიზიკური პირისთვის, როდესაც დოკუმენტი დროულად გამოიწერება და დადასტურდება? ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება ის, რომ შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებულად დაინახავს ყველა ფიზიკური პირის გაყიდვას და თუ ფიზიკურ პირს არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადში ან დღგ-ში შეღავათი, მოხდება ასეთი ფიზიკური პირების გაკონტროლება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამყიდველი ფიზიკური პირიც კი არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი შემოსავალი წლიურად არის 200 000 ლარზე მეტი. ასევე ქონების გადასახადის მიზნებისთვის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს, სცდება თუ არა მისი შემოსავალი 100 000 ლარს. ერთ-ერთი მიზანი ამ რეფორმის არის ფიზიკური პირების გაკონტროლება და მათთვის გადასახადების მოთხოვნა, რასაც შემოსავლების სამსახური, დღეს იქნება თუ ხვალ, დაიწყებს",- ამბობს დავით პაპიაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·18:56

მივესალმებით, რომ დეველოპერულ სექტორში რეგულაციები გამკაცრდეს - "ბიოგრაფი ლივინგი"

მივესალმებით, რომ დეველოპერულ სექტორში რეგულაციები გამკაცრდეს - "ბიოგრაფი ლივინგი"
BM.GE·18:44

გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება მოსალოდნელია 2027 წელს

გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება მოსალოდნელია 2027 წელს
BM.GE·18:18

საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს

საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.