
რას მოიცავს Apple-ისა და Meta-ს გარიგება ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე?
ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტებმა, Apple-მა და Meta-მ პარტნიორობა დაიწყეს, რათა მომხმარებლებმა ზაკერბერგის კომპანიის ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Muse Spark Open-ის Mac-ის კომპიუტერებზე ლოკალურად გაშვება შეძლონ.
როგორც ირკვევა, 816 მილიარდი პარამეტრის მქონე სისტემის გამოსაყენებლად მომხმარებლებს ორიდან ოთხ ერთეულამდე მაღალი კლასის Mac Studio-ს დაკავშირება დასჭირდებათ. ახალი პროექტი დეველოპერებს კოდირების, ვიდეოანალიტიკისა და ავტონომიური აგენტური დავალებების შესრულების საშუალებას ღრუბლოვანი სერვისების გარეშე მისცემს, რაც მონაცემთა უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის და მომხმარებლებს სრულად ჩახსნის მონაცემთა ცენტრებზე დამოკიდებულებისგან.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის ლოკალურ აპარატურაზე გაშვებას ბევრი დეველოპერი ითხოვს, თუმცა მათი მოცულობითობის გამო მსგავსი პრაქტიკის მასშტაბურად დანერგვა ვერ ხერხდება.
Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვანგის განცხადებით, პერსონალური კომპიუტერებისთვის მათი AI მოდელიც ზედმეტად დიდია, თუმცა Apple-ის ტექნიკური მახასიათებლები სისტემის პრაქტიკულ გამოყენებას შესაძლებელს ხდის.
საყურადღებოა, რომ Apple-ისა და Meta-ს პარტნიორობით მიღებული შედეგით სარგებლობისთვის დეველოპერებს, სულ მცირე, უახლესი M5 Ultra-ს ჩიპებისა და დიდ მეხსიერების ბარათების მქონე ვარიანტების ქონა დასჭირდებათ. ინფორმაციისთვის, 256GB ოპერატიული მეხსიერების მქონე Mac Studio-ს საწყისი ფასი $10,799-ს აღემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge