მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამწუხაროდ, 2026 წლის რაჭული ღვინოები ვერ იქნება მაღალი ხარისხის"- რაჭველი მეღვინე
"სამწუხაროდ, 2026 წლის რაჭული ღვინოები ვერ იქნება მაღალი ხარისხის"- რაჭველი მეღვინე

"სამწუხაროდ, 2026 წლის რაჭული ღვინოები ვერ იქნება მაღალი ხარისხის"- რაჭველი მეღვინე

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 18:32|bm.ge

რაჭველი მევენახეების ნაწილის შეფასებით, წლევანდელი მოსავალი სახარბიელო ხარისხით არ გამოირჩევა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ 2026 წლის რაჭული ღვინოები მაღალი ხარისხის ვერ იქნება.

შექმნილ ვითარებას ადგილობრივები უამინდობას უკავშირებენ. უამინდობის გამო რთველი დაგეგმილზე გვიან დაიწყო, ხოლო საპროგნოზო მაჩვენებლები, შარშანდელ რეკორდულ მოსავალთან შედარებით, შემცირებულია.

მევენახეები ძირითადად ყურძნის შაქრიანობის დაბალ მაჩვენებელს უჩივიან.

„სამწუხაროდ, 2026 წლის რაჭული ღვინოები ვერ იქნება მაღალი ხარისხის, რადგან თვითონ ყურძენი არ არის იმ მაჩვენებლების, რაც ტრადიციულად არის ხოლმე ჩვენს რეგიონში. შაქრიანობა შარშან 24-26%-საც აღწევდა, წელს კი 20-22%-ის ფარგლებშია, რაც რაჭული ყურძნისთვის საკმაოდ დაბალია“, - აცხადებს მეღვინე ზურა მაისაშვილი BM.ge-სთან.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ხავნჭკარას მიკროზონაში ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის რთველი მიმდინარეობს. სახელმწიფო კომპანიებს 1 კგ ყურძენზე 4 ლარს უხდის. ეს შეეხება როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს. სუბსიდიას კი მიიღებენ ის მარანი ან ღვინის კომპანიები, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ყურძენს შეიძენენ და გადაამუშავებენ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?

ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?

BM.GE

რას მოიცავს Apple-ისა და Meta-ს გარიგება ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე?

რას მოიცავს Apple-ისა და Meta-ს გარიგება ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე?

BM.GE

„ენგურჰესმა“ გალის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალის შესაცვლელად ტენდერი გამოაცხადა

„ენგურჰესმა“ გალის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალის შესაცვლელად ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

ყველაზე პოპულარული emoji დღეს: 100 რჩეული სიმბოლო

ყველაზე პოპულარული emoji დღეს: 100 რჩეული სიმბოლო

BM.GE