მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას უნდა ველოდოთ Google-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე?
რას უნდა ველოდოთ Google-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე?

რას უნდა ველოდოთ Google-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე?

BM.GE29 აპრილი, 2026, 04:05|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი თავისი ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიების, Google I/O 2026-ისთვის ემზადება. ის ოფიციალურად 19 მაისს დაიწყება. როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური გიგანტი წელს აქცენტს ე.წ. აგენტურულ ხელოვნურ ინტელექტზე გააკეთებს.

კომპანია ღონისძიებაზე Gemini-ს ახალი ვერსიას, Gemini 4.0 წარადგენს. საუბარია AI მოდელზე, რომელიც მომხმარებლის მინიმალური ჩარევით რთული დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას უზრუნველყოფს. წინასწარი მოლოდინებით, ახალი მოდელი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება.

პარალელურად, განახლდება მუსიკისა და ვიდეოების გენერირებისთვის შექმნილი ინსტრუმენტები Lyria და Veo. ამასთან, Google-ი ღონისძიებას ვიდეოკონფერენციების ფუტურისტულ სისტემა Beam-საც წარადგენს. აღსანიშნავია, რომ Gemini-ს ახალი ფუნქციები NotebookLM-თან სინქრონიზაციასაც მოიცავს. ეს შესაძლებლობა მომხმარებლებს პერსონალური მონაცემთა ბაზების შექმნასა და ინფორმაციის დამუშავებაში დაეხმარება.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება Google-ის სათვალეებს, Android XR-ს დაეთმობა. მოწყობილობაში Gemini-ს მოსაუბრე ასისტენტი ჩაშენდება და ის უცხოენოვან ადამიანთან საუბრის თარგმნას რეალურ დროში შეძლებს. არსებული ინფორმაციით, Google-ი ამ მიმართულებით Samsung-თან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობს. პროდუქტის გამოშვების თარიღი კონფერენციაზე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილს, კომპანია Android 17-ის საბოლოო ვერსიასა და ახალ Aluminum OS-ს წარადგენს. ის Android-ისა და ChromeOS-ის გაერთიანებული ვარიანტი იქნება. პროდუქტი ლეპტოპებსა თუ სხვა მოწყობილობებში ჩაშენდება და Google-ის ბრაუზერის სრულყოფილად ათვისებას გახდის შესაძლებელს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი Google-ის მოწყობილობებს შორის ერთიან ეკოსისტემის შექმნაში დაეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE