
რაში და რა სიხშირით იყენებს მოსახლეობა ინტერნეტს საქართველოში - საქსტატი
საქართველოს 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ვინც ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობდა, აბსოლუტური უმრავლესობა - 96.4% ქსელს ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად მოიხმარს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა თითქმის 100% ინტერნეტთან წვდომისთვის მობილურ მოწყობილობებს იყენებს, ხოლო 38.6% ონლაინ შოპინგით სარგებლობს.
ინტერნეტის გამოყენების სიხშირე და მოწყობილობები
საქსტატის კვლევის თანახმად, ინტერნეტმომხმარებელთა 96.4% ქსელს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებს, 3.4% - კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო 0.2% - უფრო იშვიათად.
საქალაქო დასახლებებში ყოველდღიური მომხმარებლების წილი 98.0%-ია, სოფლად კი - 93.5%.
ასაკობრივ ჭრილში ყველაზე აქტიური 15-29 წლის მოსახლეობაა (99.0%), თუმცა მაღალი აქტივობით გამოირჩევა 60 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფიც (92.8%).
მობილური მოწყობილობებით წვდომა: ინტერნეტმომხმარებელთა 99.8%-მა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად მობილური მოწყობილობა (სმარტფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) გამოიყენა.
რაში იყენებს მოსახლეობა ინტერნეტს?
საქსტატის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებლებში ინტერნეტით სარგებლობის მთავარი მიზნები ასე გადანაწილდა:
• სოციალური ქსელების გამოყენება - 97.5% • ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 97.0% • ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა - 61.0% • ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 54.5% • საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 50.2% • ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა - 49.0% • ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 41.7% • პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა - 15.8% • სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 11.5%
ელექტრონული კომერცია და ონლაინ შოპინგი
ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6%-მა ონლაინ შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი/მომსახურება. აღნიშნულ მაჩვენებელში გამოიკვეთა მკაფიო სხვაობები სქესის, დასახლების ტიპისა და ასაკის მიხედვით:
• ქალაქი vs სოფელი: საქალაქო დასახლებებში ონლაინ შესყიდვები მოსახლეობის 42.7%-მა განახორციელა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 31.0%-მა. • გენდერული ჭრილი: ელექტრონული კომერციით ქალები უფრო აქტიურად სარგებლობენ - 42.5%, კაცებში ეს მაჩვენებელი 34.2%-ს შეადგენს. • ასაკობრივი ჯგუფები: ონლაინ შოპინგში ყველაზე მაღალი წილით ახალგაზრდები ლიდერობენ: 15-29 წელი - 63.0%; 30-59 წელი - 39.9%; 60+ წელი - 17.5%. • 15-29 წელი - 63.0%; • 30-59 წელი - 39.9%; • 60+ წელი - 17.5%.
BM.GE
წყარო: bm.ge