მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაში დაიხარჯა 722 ათასი ლარი? - TI პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს
რაში დაიხარჯა 722 ათასი ლარი? - TI პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს

რაში დაიხარჯა 722 ათასი ლარი? - TI პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 21:24|bm.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან დახარჯული სახელმწიფო სახსრების გასაჯაროებას ითხოვს. საქმე ეხება მთავრობის თავდაპირველ განკარგულებას, რომლითაც ექვს უწყებას ჯამში 5.6 მილიონი ლარი გამოეყო. აქედან ყველაზე დიდი წილი - 3 მილიონი ლარი - კულტურის სამინისტროზე მოდიოდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ განკარგულებაში ცვლილება შევიდა და თანხა ფაქტობრივ ხარჯებს მოერგო, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კულტურის სამინისტრომ 722 ათას ლარზე მეტი აითვისა.

მიუხედავად იმისა, რომ აუთვისებელი თანხის უკან დაბრუნება სტანდარტული საბიუჯეტო პროცესია, პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა: ვის და რა მომსახურებაში გადაუხადა სახელმწიფომ 722 ათასი ლარი? უწყებას ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია არც კონტრაქტორი კომპანიების ვინაობა და არც მათი შერჩევის კრიტერიუმები.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა, გიგი ჩიხლაძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, პრობლემა სისტემურია და პირდაპირ უკავშირდება მთავრობის სარეზერვო ფონდის გაუმჭვირვალე ხარჯვას.

გიგი ჩიხლაძის განმარტებით, კანონმდებლობა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე გამჭვირვალობის იმავე სტანდარტს არ ავრცელებს, რაც სხვა საბიუჯეტო ხარჯების შემთხვევაში მოქმედებს.

"ვგულისხმობ იმ გამჭვირვალობის სტანდარტს, რაც სხვა ხარჯვის შემთხვევაში არსებობს - როგორიცაა შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამოყენება. ეს ავტომატურად გულისხმობს პროცესის საჯაროობას, იმას, რომ კონტრაქტორის ვინაობა ვიცით და მეტ დეტალზე მიგვიწვდება ხელი. მთავრობის ფონდიდან თანხის გამოყოფისას კი ხარჯვა ამ სისტემის გვერდის ავლით ხდება", - აცხადებს ჩიხლაძე.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ პრობლემა თავად მთავრობამაც აღიარა 2023 წელს, როდესაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნული ხარჯები 2024 წლის ბოლომდე გამჭვირვალე გახდებოდა: "[მთავრობამ] ეს ვალდებულება არ შეასრულა და დღემდე ეს თანხები დახურულია. შედეგად ვიღებთ ზუსტად ასეთ ფაქტებს. გამართული სისტემა რომ გვქონოდა, ეს კითხვები დღეს აღარ იარსებებდა".

TI-ის განსაკუთრებულ ყურადღებას კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები იმ ფონზე იქცევს, რაც მაშინდელი მინისტრის, თინა რუხაძის დეკლარაციიდან გახდა ცნობილი. საუბარია მინისტრად დანიშვნამდე კომპანია "თიხარტთან" მის ფინანსურ კავშირებზე. ჩიხლაძის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ დაკრძალვის ცერემონიალისთვის საჭირო მომსახურება შესაძლოა სწორედ ამ კომპანიას შეესრულებინა.

"მას შემდეგ, რაც რუხაძე მინისტრად დაინიშნა, მალევე აღმოჩნდა, რომ მინისტრობამდე, ორი წლის განმავლობაში, ის კერძო კომპანიისგან იღებდა ძალიან მსხვილ თანხებს - საუბარია 400 000 ლარზე მეტზე საკონსულტაციო მომსახურებაში. კომპანია, საიდანაც ის ამ თანხას იღებდა, არის შპს "თიხარტი", რომელიც სრულად ექცევა კულტურის სამინისტროს საქმიანობის სფეროში და მას გამარტივებულ შესყიდვებში 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული

პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხა დიდი ალბათობით სწორედ იმ კატეგორიის ხარჯებს მიეკუთვნებოდა, რაც შეიძლებოდა შპს "თიხარტს" შეესრულებინა. ჩვენ არ ვიცით, შეასრულა თუ არა, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. თუ აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია ფიგურირებს, მაშინ საქმე გვექნება ინტერესთა კონფლიქტსა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებთან. ჩვენ სწორედ ამიტომ ვითხოვთ გასაჯაროებას - თუ დაიდო კონტრაქტები კერძო კომპანიებთან, ვისთან დაიდო? გვინდა, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს", - აღნიშნავს გიგი ჩიხლაძე.

ჩიხლაძე ხაზს უსვამს, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვით უწყება კანონს არღვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოვლენას, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალი იყო.

"ხვალაც რომ გაასაჯაროონ დეტალები, უკვე სამარცხვინოა ის, რომ ამდენი ძალისხმევა გახდა საჭირო. როდესაც ითხოვ ამ ხარჯებს და არ გაწვდიან, აქ კანონის მოთხოვნაც ირღვევა. სისტემა მაშინ მუშაობს გამართულად, როდესაც მსგავსი კითხვები არც კი ჩნდება. ეს ხარჯები თავიდანვე საჯარო რომ ყოფილიყო, დღეს არ აღმოვჩნდებოდით ამ უხერხულ რეალობაში, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალიდან ხომ არ მოხდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა", - ამბობს ჩიხლაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით სრულიად არარელევანტურია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არგუმენტი, თითქოს გამოყოფილი 3 მილიონიდან 2.2 მილიონის ბიუჯეტში დაბრუნება კეთილსინდისიერების მტკიცებულებაა.

"ვიცით, რომ ბევრმა კერძო კომპანიამ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ მომსახურებაში თანხა საერთოდ არ აიღო. ამ ლოგიკით, შესაძლოა ის კითხვაც დავსვათ - მაშინ ის 700 000 ლარიც სად წავიდა? ამიტომ, ყველა კითხვას რომ გაეცეს პასუხი, სამინისტრომ უბრალოდ უნდა გამოაქვეყნოს ხარჯების დეტალური ინფორმაცია", - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ "ანალიტიკას" ეთერში.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წელს დატოვა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რუხაძე პოსტზე ირაკლი კობახიძემ პოსტზე 2024 წლის 18 ოქტომბერს დანიშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვსტვ პირველი
  • ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვსფორმულა
  • მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვსნეტგაზეთი
  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

BM.GE

ფაშინიანის თქმით, რუსეთს 3 თვე აქვს სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გეგმის მოსამზადებლად

ფაშინიანის თქმით, რუსეთს 3 თვე აქვს სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გეგმის მოსამზადებლად

BM.GE

"დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რა ეტაპზეა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?

"დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რა ეტაპზეა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?

BM.GE

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

BM.GE