მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾700 000-იანი საგრანტო კონკურსი? - საზოგადოებრივი ორგანიზაციები განმარტებას ითხოვენ
რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾700 000-იანი საგრანტო კონკურსი? - საზოგადოებრივი ორგანიზაციები განმარტებას ითხოვენ

რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾700 000-იანი საგრანტო კონკურსი? - საზოგადოებრივი ორგანიზაციები განმარტებას ითხოვენ

BM.GE26 ივნისი, 2026, 15:17|bm.ge

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე, არასამთავრობო სექტორში არსებულ მძიმე ფინანსურ კრიზისსა და სახელმწიფოს მხრიდან ჩაშლილ საგრანტო კონკურსებზე საუბრობს.

როგორც ბახტურიძე BMG-სთან აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადებული მასშტაბური კონკურსი, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონ ლარს შეადგენდა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩაიშალა.

ინსტიტუციური განვითარების 700 ათას ლარიანი გრანტები სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უნდა გაეცა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობის პოლიტიკაზე, ასევე, პრევენციისა და ჯანმრთელობის განათლების მიმართულებით, შეიმუშავა შესაბამისი საგრანტო წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი დონის პროექტი იყო. შევიტანეთ განაცხადი და დაველოდეთ პროცესს. პირველ ეტაპზე, მოვიდა შეტყობინება, რომ თითქოს ჩვენ გადავედით მომდევნო ეტაპზე, მაგრამ მალევე მოვიდა შემდგომი შეტყობინება, რომ შეცდომით გამოიგზავნა ეს მეილი. საბოლოოდ, უკვე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა მონაწილე ორგანიზაციამ მიიღო ერთიანი სტანდარტიზებული შეტყობინება, რომ საერთოდ ჩაიშალა კონკურსი.

თუ რა იყო ამის მიზეზი, რა მოხდა, არავინ არ განმარტა და ეს ეჭვების საფუძველს ქმნის“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე BMG-სთან.

მისივე თქმით, პროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობენ, დღესდღეობით, ფაქტობრივად, რესურსის გარეშე არიან დარჩენილი.

მისი განმარტებით, ორგანიზაციის მიერ საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი ჯანმრთელობით განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ეხებოდა.

„მოგეხსენებათ, ციფრული მედიის და სოციალური ქსელების მომრავლების კვალობაზე, ზუსტი მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ჯანმრთელობითი ინფორმაცია რთულად გასარჩევია და ადამიანებს უჭირთ, გაარჩიონ, როდესაც ერთი ექსპერტი თუ ვითომ სპეციალისტი ამბობს ერთს, მეორე - სხვას. დაბნეულია საზოგადოება, არ იცის კონკრეტულად სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე.

აპლიკაციასაც ვფიქრობდით, გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არამხოლოდ ეს პროექტი, მთელი პროცესი ჩაიშალა. მაგრამ, როგორც გითხარით, არავის განუმარტავს, რა მოხდა და სად წავიდა ის 20 მილიონამდე ლარი, რომელიც ამ გრანტებისთვის იყო გამოყოფილი“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისივე თქმით, პროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობენ, ახლა, ფაქტობრივად, რესურსის გარეშე არიან დარჩენილი. გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ამ სფეროში მოსახლეობის დაახლოებით 20%-ია დასაქმებული, მათ შორის რეგიონებში, სადაც სხვა ალტერნატიული სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს.

„წელს, საერთოდ აღარაფერი ისმის ამ დაფინანსებების შესახებ და კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან - რასთან გვაქვს საქმე და აპირებენ თუ არა მართლა გააძლიერონ პროფესიული ორგანიზაციები ისე, როგორც ეს აქვთ მაგალითად, სპორტის მიმართულებაში?

ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს ეს საკითხი და ასევე მაქსიმალურად გაიზარდოს დაფინანსება თუ გვინდა გადარჩეს პროფესიული სექტორი. აქ გადარჩენაზეა საუბარი. ეს თუ იყო მიზანი რომ მოეკლათ პროფესიული მიმართულებები, არ ვიცი. დაბალბიუჯეტიანი, პროფესიულად, მოხალისეობრივად მომუშავე ორგანიზაციები დაიჩაგრა“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.

„ინსტიტუციური განვითარების გრანტების“ გაცემაზე საჯარო კონკურსი სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ გასული 2025 წლის 26 სექტემბერს გამოაცხადა. უწყებას 700 ათას ლარიანი გრანტები უნდა გაეცა. ამისთვის, მისთვის სსიპ-ს 19 მლნ ლარამდე თანხა ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა, საბოლოოდ, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

მანამდე, სააგენტომ ე.წ. სამოქალაქო ინიციატივების კონკურსში 100 ათას ლარიანი გრანტები 17 ორგანიზაციაზე გასცა.

ამ დროისთვის, უცნობია, გეგმავს თუ არა სააგენტო წელს საგრანტო კონკურსის გამოცხადებას. BMG-მ სსიპ-ს შესაბამისი კითხვები გაუგზავნა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება,

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, სსიპ-ისთვის ბიუჯეტიდან მხოლოდ, 1 მლნ 650 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1 მლნ 122 ათასი შრომის ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული.

მთავრობამ სსიპ გრანტის მართვის სააგენტო 2025 წლის თებერვალში შექმნა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მთავრობის თანხმობის გარეშე დონორებისგან გრანტების მიღება აუკრძალა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მორიგი გლობალური აღიარება „მაკდონალდს საქართველოსთვის“ - რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი კახეთის გზატკეცილის რესტორნის დირექტორი გახდა

მორიგი გლობალური აღიარება „მაკდონალდს საქართველოსთვის“ - რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი კახეთის გზატკეცილის რესტორნის დირექტორი გახდა

BM.GE

რეგიონული განვითარების ფონდიდან ₾643 მილიონის 1195 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

რეგიონული განვითარების ფონდიდან ₾643 მილიონის 1195 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

BM.GE

ირაკლი კობახიძე: პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი

ირაკლი კობახიძე: პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი

BM.GE

საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს - ირაკლი კობახიძე

საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს - ირაკლი კობახიძე

BM.GE