მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს - ირაკლი კობახიძე
საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს - ირაკლი კობახიძე

საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს - ირაკლი კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 16:19|bm.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა შარშან 1 421-მა კურსდამთავრებულმა გაიარა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14%-იანი მაჩვენებელი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქუთაისში დაგეგმილია ახალგაზრდული ცენტრის შექმნა, ასევე შაორის ბანაკის სრული რეაბილიტაცია, დმანისის არაფორმალური განათლების ცენტრის განახლება და ცხვარიჭამიაში ახალი საბანაკე სივრცის განვითარება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახალგაზრდობისთვის: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შექმნა არის დაგეგმილი და ამისთვის შესაბამისი შენობის მშენებლობა. შაორის ბანაკის სრული რეაბილიტაცია, დმანისის არაფორმალური განათლების ცენტრის განახლება, ცხვარიჭამიაში ახალი საბანაკე სივრცის განვითარება. ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა „სტუდ-ფესტი 2026“, ამაში იყო ჩართული 20 000-ზე მეტი სტუდენტი და 43 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამების არსებითად გაფართოება და ამაზე განათლების მინისტრთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ,“- აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

"დანახარჯები დაახლოებით ₾200 მილიონით გაიზრდება" - კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე

BM.GE

არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა - პრემიერი

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა - პრემიერი

BM.GE

"გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე

"გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე

BM.GE