მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩავიდა რეაბილიტირებულ მეტრო "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში ნალექი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
რატომ ჩავიდა რეაბილიტირებულ მეტრო "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში ნალექი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

რატომ ჩავიდა რეაბილიტირებულ მეტრო "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში ნალექი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE22 მაისი, 2026, 23:53|bm.ge

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულში, რომლის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 4.2 მლნ ლარი დაიხარჯა, უხვი ნალექის შედეგად სახურავის სანიაღვრე სისტემა დაზიანდა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მეტროსადგურის შიდა სივრცეში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს.

"უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა მეტროსადგურ "ავლაბრის" სახურავის წყალარინების სისტემა და წყალი ზედა ვესტიბიულში ჩავიდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს დასუფთავება-გამშრალება" - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და დასძენენ, რომ სადგური შეუფერხებლად მუშაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მეტროსადგურ “ავლაბრის” ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია 2024 წლის დეკემბერში დასრულდა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 4,2 მლნ ლარი შეადგინა. ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარტივებული გზით კომპანია "ბადა ქონსთრაქშენმა" შეასრულა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები. სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა. შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.

ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 8 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 2024 წლის 15 მარტს უნდა დაასრულოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE