მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ დაბლოკა აშშ-ის სენატმა კრიპტოკანონპროექტი "Clarity Act"?
რატომ დაბლოკა აშშ-ის სენატმა კრიპტოკანონპროექტი "Clarity Act"?

რატომ დაბლოკა აშშ-ის სენატმა კრიპტოკანონპროექტი "Clarity Act"?

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 04:39|bm.ge

აშშ-ის სენატმა კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებელი საკვანძო კანონპროექტის, Clarity Act-ის განხილვაზე გადასვლა პროცედურული კენჭისყრით დაბლოკა.

როგორც ირკვევა, დემოკრატებმა დოკუმენტს მხარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის კრიპტოსაქმიანობიდან მიღებულ მოგებასთან დაკავშირებული ეთიკური შეზღუდვების არარსებობის გამო არ დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით რესპუბლიკელმა ლიდერებმა კანონპროექტის განახლებული ვარიანტიც წარადგინეს, თუმცა დემოკრატების მოთხოვნები ცვლილებებმა სრულად ვერ დააკმაყოფილა. დოკუმენტის განხილვის დასაწყებად საჭირო 60 ხმის ნაცვლად, ინიციატივას მხარი მხოლოდ 50-მა სენატორმა დაუჭირა, 49 კი წინააღმდეგ წავიდა.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა დემოკრატმა სენატორმა რუბენ გალეგომ რესპუბლიკელები პრეზიდენტის გამდიდრებაზე ზრუნვაში ღიად დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ მისი გუნდი მსგავსი კანონის მიღებას მხარს არ დაუჭერს. გალეგოს განცხადებით, დემოკრატების მიერ შეთავაზებული ეთიკური კომპრომისი რესპუბლიკელებს ოპოზიციის ხმების მოზიდვის საშუალებას მისცემდა, თუმცა ტრამპის პარტიამ უკან დახევაზე უარი თქვა და პროცესი საბოლოოდ ჩაიშალა.

სენატში კრიპტოინდუსტრიის მთავარმა მხარდამჭერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სინტია ლუმისმა განაცხადა, რომ პროცედურული კენჭისყრის ჩავარდნა საკითხის განხილვის დასრულებას ნიშნავს და რომ საკითხს კანონმდებლები შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ მიუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგებს კრიპტობაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. Bitcoin-ის ფასი 3%-ით შემცირდა, Coinbase-ის აქციების ღირებულება 8%-ით, ხოლო Circle-ის 10%-ით დაეცა.

ცნობისთვის, Clarity Act-ი SEC-სა და CFTC-ს შორის მარეგულირებელი უფლებამოსილებების გამიჯვნას, რეგისტრაციის მოთხოვნების დაწესებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას ითვალისწინებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბჟალა ჰესის" პროექტები საკვლევ ეტაპზე გადავიდა

"ბჟალა ჰესის" პროექტები საკვლევ ეტაპზე გადავიდა

BM.GE

როდის და სად მიდის ლაგარდი?

როდის და სად მიდის ლაგარდი?

BM.GE

სატელიტური ტელეკომუნიკაციები მთელი პლანეტისთვის - რა ვიცით Starlink Mobile-ზე?

სატელიტური ტელეკომუნიკაციები მთელი პლანეტისთვის - რა ვიცით Starlink Mobile-ზე?

BM.GE

როგორია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა?

როგორია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა?

BM.GE