მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?
რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 02:17|bm.ge

ამერიკული ტექ-გიგანტის, Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. ამის გამომწვევი მიზეზი გახდა კომპანიის მიერ 2030 ფისკალური წლისთვის ახალი პროგნოზის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც ის 4 წელიწადში წლიური შემოსავლის $225 მილიარდამდე ზრდას მოელის.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტში Oracle-მა მიუთითა, რომ მომწოდებლებისა და დამკვეთების მხრიდან წინასწარი დაფინანსება საწყის ფულად ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. კომპანიის გათვლებით, თავისუფალი ფულადი ნაკადი დადებით ნიშნულს 2028 ფისკალური წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, მომდევნო წელს კი $30 მილიარდს გადააჭარბებს. ამასთან, 2030 ფისკალურ წელს Oracle-ის საოპერაციო მარჟა 40%-ს გადააჭარბებს.

ინფორმაციისთვის, მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, Oracle-მა მიმდინარე წელს საბაზრო ღირებულების თითქმის მესამედი დაკარგა. S&P-ის მონაცემებით, კორპორაციას $117 მილიარდის მოცულობის გრძელვადიანი ვალი აქვს და ინარჩუნებს BBB- საკრედიტო რეიტინგს, რაც საინვესტიციო კატეგორიის ყველაზე დაბალი საფეხურია.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და Google-თან თუ Amazon-თან კონკურენციის მიზნით, Oracle-ის კაპიტალური დანახარჯები 2026 ფისკალურ წელს გაორმაგდა და $55.7 მილიარდი შეადგინა. FactSet-ის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს კორპორაციის კაპიტალური ხარჯები კიდევ 65%-ით გაიზრდება და $91.9 მილიარდს მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

BM.GE

Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

BM.GE

Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro წარადგინა

Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro წარადგინა

BM.GE

Shell-მა $10.8 მილიარდის მოგება მიიღო და აქციების გამოსყიდვა გაზარდა

Shell-მა $10.8 მილიარდის მოგება მიიღო და აქციების გამოსყიდვა გაზარდა

BM.GE