მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გაკოტრდა Character.AI?
რატომ გაკოტრდა Character.AI?

რატომ გაკოტრდა Character.AI?

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 05:00|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანია Character.AI-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკოტრების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო და აქტივების ნაწილის გასაყიდად Walt Disney-სთან $20-მილიონიან შეთანხმება გააფორმა.

როგორც ირკვევა, Walt Disney-სთან მიღწეული შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიის გადაცემას მოიცავს.

რაც შეეხება კომპანიის მომავალს, მენეჯმენტის განცხადებით, გაყიდვის პროცესის პარალელურად Character.AI-ის პლატფორმა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. და მაინც, თუ აქტივების აუქციონზე არ გამოჩნდება ისეთი მყიდველი, რომელიც პლატფორმის ოპერირებას ისურვებს, მაშინ კომპანია საქმიანობას საბოლოოდ შეწყვეტს.

საბოლოო დეტალების შეთანხმება და პროცესის დასრულება 2026 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

ცნობისთვის, Character.AI-ის სახელით ცნობილი სტარტაპი Google-ის ყოფილმა ინჟინრებმა, ნოამ შაზეერმა და დანიელ დე ფრეიტასმა 2021 წელს დააფუძნეს. 2024 წლის აგვისტოში სტარტაპის პიკურმა შეფასებამ $2.5 მილიარდს მიაღწია, თუმცა მოგვიანებით ის 99%-ით დაეცა და გაკოტრდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

BM.GE

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

BM.GE

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

BM.GE

Goldman Sachs-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Goldman Sachs-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE