მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში - Insource-ის შეფასება
რატომ იზრდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში - Insource-ის შეფასება

რატომ იზრდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში - Insource-ის შეფასება

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 01:54|bm.ge

საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ შეზღუდულია, შრომით ბაზარზე კი სტრუქტურული სისუსტეები და რეგიონული უთანასწორობა ნარჩუნდება. ამასთან, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც დაქირავებით დასაქმების ნაცვლად თვითდასაქმებას ირჩევენ. Insource-ის მმართველი პარტნიორის, მედეა ტაბატაძის შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს დეფიციტი და კომპანიებში კადრების რაოდენობის უცვლელობა.

შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბარია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშშიც. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში განგრძობადი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ შეზღუდულია, შრომის ბაზარზე კი მნიშვნელოვანი სტრუქტურული სისუსტეები და რეგიონული უთანასწორობა რჩება.

პრობლემას მწვავედ აფასებს საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე. როგორც მან „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, დასაქმების ბაზარზე სულ უფრო მეტი თავისუფალი აგენტი ჩნდება, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაქირავებით მუშაობას თვითდასაქმება ურჩევნიათ.

„დასაქმების ბაზარზე მომრავლდნენ თავისუფალი აგენტები, რომლებსაც მუშაობის სურვილი ნაკლები აქვთ სხვადასხვა მიზეზების გამო და თვითდასაქმებულობა ურჩევნიათ. მათი ასაკი განსხვავებულია. აქ შეიძლება იყოს ახალი თაობაც, შეიძლება იყოს 40-50 წლის ასაკობრივი ჯგუფიც“, - ამბობს მედეა ტაბატაძე.

მისი განმარტებით, თვითდასაქმების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ადამიანები საკუთარი ცოდნისა და განათლების შესაბამის სამუშაოს ვერ პოულობენ, რადგან ბიზნესს მათი უნარები და კვალიფიკაცია აღარ სჭირდება.

ამასთან, ტაბატაძე ყურადღებას ამახვილებს კომპანიებში კადრების რაოდენობის შემცირების ან გაუზრდელობის შედეგებზეც. მისი თქმით, როდესაც ორგანიზაციები ახალ თანამშრომლებს აღარ იმატებენ, არსებული სამუშაო დატვირთვა მოქმედ თანამშრომლებზე ნაწილდება, რაც საბოლოოდ მათ კომპანიიდან წასვლისა და თვითდასაქმებისკენ უბიძგებს.

„თვითდასაქმებულობის ინტერესი რამაც კიდევ გამოიწვია, შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანი ვერ პოულობს თავისი ცოდნისა და განათლების მიხედვით სამუშაოს, აღარ სჭირდება ის უნარები და ცოდნა ბიზნესს და ამიტომაც ხდება თვითდასაქმებული. ხდება ისეც, რომ, სამუშაო ადგილები რომ არ იქმნება და კომპანიები რომ არ ამატებენ კადრებს, არსებული სამუშაო სირთულეც და სიმძიმეც არსებულ თანამშრომლებზე ნაწილდება. ეს მერე იწვევს იმას, რომ ის თანამშრომელი ცდილობს, ორგანიზაციიდან წამოვიდეს და თვითდასაქმებული გახდეს“, - განმარტავს Insource-ის მმართველი პარტნიორი.

მედეა ტაბატაძის შეფასებით, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდა თავისთავად შრომის ბაზრის სიჯანსაღის მაჩვენებელი არ არის. გარდა ამისა, ამ ტენდენციას ეკონომიკური ეფექტიც აქვს, რადგან თვითდასაქმებულებისა და დაქირავებით დასაქმებულების საგადასახადო ვალდებულებები განსხვავდება.

კერძოდ, ტაბატაძის განმარტებით, დაქირავებით დასაქმების კლასიკურ მოდელში კომპანია თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადს იხდის და საპენსიო შენატანებსაც ახორციელებს. თვითდასაქმების შემთხვევაში კი ეკონომიკაზე ამ კუთხით განსხვავებული გავლენაა.

„გასათვალისწინებელი ისიც, რომ თვითდასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადები განსხვავებულია, ვიდრე დასაქმებულების... კლასიკურ მოდელში კომპანია იხდის მაგალითად საშემოსავლოს, საპენსიო დანარიცხს აკეთებს და მოკლედ ესეც გვერდითი ეფექტი ამასაც აქვს ეკონომიკაზე“, - აღნიშნავს მედეა ტაბატაძე.

ამდენად, ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ აისახება დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე. სამუშაო ადგილების შეზღუდული შექმნა, კვალიფიკაციისა და ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა და კომპანიებში გაზრდილი სამუშაო დატვირთვა ის ფაქტორებია, რომლებიც, Insource-ის შეფასებით, თვითდასაქმების ზრდას უწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზეტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
შეფასება →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE