მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე
საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე

საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე

ტვ პირველი2 ნოემბერი, 2026, 11:08|tvpirveli.ge

საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.

ორგანიზაციის შეფასებით, პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, „კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება“.

საიას თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

„ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან. სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება” - ნათქვამია განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასებაBM.GE
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
  • რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქციარუსთავი 2
  • პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვისიმედი
შეფასება →

მსგავსი სტატიები

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეს 1750 ლარის ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა და თაღლითურად მიითვისა - შსს

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეს 1750 ლარის ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა და თაღლითურად მიითვისა - შსს

ტვ პირველი

ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - დაკავებულია 7 პირი

ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - დაკავებულია 7 პირი

ტვ პირველი

პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა

პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა

ტვ პირველი

„დიტილინი მოგუდვით კლავს“ - ვეტერინარი მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო წამებით დახოცვის მეთოდებზე საუბრობს

„დიტილინი მოგუდვით კლავს“ - ვეტერინარი მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო წამებით დახოცვის მეთოდებზე საუბრობს

ტვ პირველი