მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ მოიხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა ბოდიში და რა კავშირშია ამასთან კანადაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა?
რატომ მოიხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა ბოდიში და რა კავშირშია ამასთან კანადაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა?

რატომ მოიხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა ბოდიში და რა კავშირშია ამასთან კანადაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა?

BM.GE28 აპრილი, 2026, 02:13|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია OpenAI-ის დამფუძნებელმა, სემ ოლტმენმა კანადის ქალაქ ტამბლერ-რიჯის მოსახლეობას წერილობითი ბოდიში მოუხადა. ოლტმენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კომპანიამ პოლიციას იმ მომხმარებლის შესახებ არ შეატყობინა, რომელმაც ChatGPT-სთან კომუნიკაციისას აშკარად გამოავლინა დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილება.

როგორც ირკვევა, 18 წლის ჯესი ვან რუტსელაარის ანგარიში OpenAI-მ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, „პრობლემური გამოყენების“ გამო დაბლოკა. თუმცა, კომპანიამ საკითხი პოლიციას არ გადასცა, რადგან არ მიიჩნია, რომ მაშინ არსებული მონაცემები რეალური საფრთხის ნიშნებს შეიცავდა.

დასახელებულმა პირმა კი მიმოწერის შეზღუდვიდან ნახევარ წელიწადში, იანვარში მასობრივი მკვლელობა დააორგანიზა და 8 ადამიანი იმსხვერპლა. თავისი არსით, ეს თავდასხმა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ისტორიაშ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

ცნობისთვის, მომხდარის შემდეგ OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მშობლებმა შეიტანეს. ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ კომპანია თავდამსხმელის გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა პრევენციული ზომები არ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის საქმიანობით ფლორიდის შტატის სამართალდამცავებიც არიან დაინტერესებულნი. გამოძიება დეტალურად სწავლობს ChatGPT-ის კიდევ ერთი მომხმარებლის საქმეს, რომელიც ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის საქმეში ფიგურირებს.

თავის მხრივ, კომპანია უსაფრთხოების სისტემების დახვეწას და სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიურ თანამშრომლობას აანონსებს. სემ ოლტმენის განცხადებით, OpenAI-ის პრიორიტეტი მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE