მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ, გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ხელოვნურად ვერ გავზრდით“ - ირინე წაქაძე
„რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ, გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ხელოვნურად ვერ გავზრდით“ - ირინე წაქაძე

„რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ, გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ხელოვნურად ვერ გავზრდით“ - ირინე წაქაძე

BM.GE27 მაისი, 2026, 02:35|bm.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, საქართველოში შვილის აყვანის მსურველებსა და გასაშვილებელ ბავშვებს შორის რიცხობრივი შეუსაბამობაა. ამის შესახებ მან ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოში შვილის აყვანის მსურველი პირებისა და გასაშვილებელი ბავშვების სტატისტიკა დაასახელა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მრავლობითად გატარებული რეფორმებიც კი ამ ვითარებას ხელოვნურად ვერ შეცვლის. ამის შესახებ მან დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირინე წაქაძემ გაშვილებისას არსებულ თავისებურებებსა და სირთულეებზეც ისაუბრა.

„ამჟამად შვილის აყვანის მსურველთა რეესტრში 1571 მშვილებელი პირი/ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა გასაშვილებელთა ბაზაში მხოლოდ 140 ბავშვი გვყავს. აქედან შშმ ან სსმ სტატუსის მქონე 101 ბავშვია, 12 ბავშვი სტატუსის გარეშეა, მაგრამ მეტ-ნაკლებად საშუალო ან მსუბუქი ჯანმრთელობის პრობლემებით, რაც შეიძლება ერთი ოპერაციით ან მცირე ჩარევებით გამოსწორდეს. გვყავს სრულიად ჯანმრთელი 27 ბავშვი, მაგრამ აქედან ჩვენი მცდელობის მიუხედავად 20 ბავშვი გაშვილების წინააღმდეგია, ისინი არიან 10 წელს ზემოთ და მათ ვეკითხებით თავის აზრს. დაგვრჩა სრულიად ჯანმრთელი 7 ბავშვი, რომლებიც ამ წუთას „თავისუფალი“, ყველა მათგანზე გაშვილების პროცედურა მიმდინარეობს - ეს არ ნიშნავს, რომ თავსებადობა დადგენილია და მშვილებელი შერჩეული, მაგრამ პროცედურული ნაწილი, სოცმუშაკის ჩართულობა და ოჯახის შეფასება დაწყებულია. რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ ჩვენ, ხელოვნურად გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ვერ გავზრდით.

ამასთან, პრობლემა კიდევ ის არის, რომ ოჯახები, რომლებიც მშვილებელთა ბაზაში რეგისტრირდებიან თავის კრიტერიუმებს უთითებენ. ნორმალური კრიტერიუმებიც გვაქვს - სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ითხოვენ ცისფერ თვალებს, მათ რომ ჰგავდეს, აღმსარებლობა განსაზღვრული ბავშვს, რაც ასეთი ყოველთვის ვერ გამოჩნდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE